ყურბანოვმა განმარტა, თუ რატომ აღნიშნა გოლი სამხედრო მისალმებით

AutoSharing Option
"მერანთან" ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში გამარჯვების გოლი "სამტრედიას" ფეხბურთელმა ნიჯატ ყურბანოვმა პენალტით გაიტანა და სამხედრო მისალმებით აღნიშნა. ნამატჩევს მან კლუბის საიტთან შემდეგი განაცხადა:

"მერანთან კარგად ვითამაშეთ. მატჩის სტარტზე გოლი გავუშვით, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. თუ შემდეგ თამაშებშიც ასე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს ჩავდებთ, შედეგი აუცილებლად იქნება.

რაც შეეხება გოლის აღნიშვნას, ამ ჟესტით გოლი მივუძღვენი ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც ომის დროს დაიღუპნენ. ახლა მათი ოჯახის წევრები და ახლობლები მძიმე სიტუაციაში არიან და მსურდა მათთვის თანადგომა გამომეცხადებინა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ნახე ამ ჟესტით ვაჟკაცური ??? სუფთა სიაფანდია ...
კაციც შენ ყოფილხარ - s
20:10 19-07-2020
0
აუჰ არ ჩამოაყალიბეს აზერები პატრიოტებად ესენი 80 პროცენტი თავს რით ირჩენს.?
dato
15:32 19-07-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული