25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში თბილისის "დინამომ" სტუმრად "სამტრედიას" 4:0 მოუგო.
მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ გაიმართა, ვინაიდან "დინამო" 22-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
თბილისის "დინამო" 12 ქულით მეორე ადგილზეა, "სამტრედია" კი 8 ქულით მეექვსეზე.
1-ელ აგვისტოს თბილისის "დინამო" "ჩიხურას" მასპინძლობს, ხოლო 2 აგვისტოს "სამტრედია" ბათუმში "დინამოს" დაუპირისპირდება.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ქავთარაძე (17), 0:2 პერნამბუკო (20), 0:3 კაპანაძე (22), 0:4 ქავთარაძე (61)
სამტრედია (4-2-3-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, ახალაძე, ინკუმი, სამბუ, კვირკვია (იმნაძე 68), ყურბანოვი, დისი (ქოჩლაძე 59), პავიშიჩი, კერძევაძე (კ) (მესიაჩენკო 59)
მწვრთნელი: კაჭარავა
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი, პაპავა (კ), ბუღრიძე (კუცია 58), ქავთარაძე, პერნამბუკო (კუხიანიძე 73), კაპანაძე (გაბედავა 64)
მწვრთნელი: ჩხეტიანი
აქ კაჭარავა კი არა ჩავი რომ მოიყვანო ის ვერ უშველის.
უბრალოს კახა კაჭარავს უღირს ამჯერად კაცურად მოიქცეს,გაუძლოს უხელფასობას და დღესვე წავიდეს კლუბიდან,საკუთარ იმიჯს მაინც შეინარჩუენბას.
ეს იმპორტირებულ უმაქნისთა ხროვა რა საჭიროა?