ეროვნული ლიგა. VII ტური: "ლოკომოტივისა" და "თელავის" მატჩი ლოგიკური ფრით დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში "ლოკომოტივისა" და "თელავის" მატჩი 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები გაბაძემ დააწინაურა, შეცვლაზე შესულმა რუხაძემ კი 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით დალაშქრა მამარდაშვილის კარი და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

"თელავი" 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 9 ქულით მეექვსეზე.

31 ივლისს "თელავი" "მერანს" უმასპინძლებს, ხოლო "ლოკომოტივი" 1-ელ აგვისტოს "ტორპედოს".

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - თელავი 1:1
გოლები: 1:0 გაბაძე (61), 1:1 რუხაძე (81, პენ)

ლოკომოტივი (3-5-2): მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, ჯინჯოლავა (გავაშელიშვილი 60), უბილავა (კ), დარცმელია,
შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე (მჭედლიშვილი 78), არველაძე (კაპანაძე 70)

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

თელავი (3-4-2-1): სანიკიძე, თოლორდავა (კ), ბერიაშვილი, ჩუკვურა, ძოწენიძე, ჩაბრაძე, ვარშანიძე, ნ. ბაშელეიშვილი (სამუშია 75), მოსიაშვილი (მოისწრაფიშვილი 69), კოხრეიძე, კვასოვი (რუხაძე 46)

მწვრთნელი: გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ თელაველებს.ძალიან კარგად მიდიან.ადმინ,მე თქვენი,ვეღაფერი გამიგია.რად მინდა გათამაშების ცხრილი,სამი კვირის წინანდელი მონაცემებით?მეშვიდე ტური დაიწყო უკვე და მანდ ისევ 4 ტურის შედეგები გაქვთ დადებული.სულ მოაშორეთ მაშინ,ასე ხალხის ნერვების მოშლას,ნამდვილად სჯობია.ისედაც უკვე წლებია,მუდამ დაგვიანებით შეგქონდათ შედეგები.ახლა კი,ყველა ზღვარს გადასცდით.თავმოყვარეობა მაინც არა გაქვთ?ნომერ პირველ სპორტულ საიტობაზე გაქვთ პრეტენზია,ასეთი ოპერატიულობით?
სოსო
26 ივლისი 2020 11:01
0

სიახლეები პოპულარული