თბილისელი გუნდელები იარაღებით დადიოდნენ, ქვეყანა 1940-იან წლებს მაგონებდა - პერუს ნაკრების ექსფორვარდმა "ლოკოში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
პერუს ნაკრების ექსფორვარდმა ხუან დიეგო გონსალეს ვირხილმა, რომელიც 2002/03 წლებში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, depor.com-თან საუბარში თბილისში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"საქართველოში თამაშის დროს რამდენიმე სახალისო ისტორია გადამხდა თავს. ჩემი იქ ჩასვლის დროს, 2002 წელს, ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული ჰქონდა. გეგონებოდა, 1940-იან წლებში იყავი.

თბილისში ყველას შავები ეცვა, ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ. ქალაქის ერი ნაწილი დაბომბილი იყო, თითქმის ყველა სახლის ფანჯარა და კარები ჩამსხვრეული გახლდათ.

ასევე, ქართველებმა გამაფრთხილეს, რომ ქალებისთვის არ მეყურებინა, რადგან შეიძლება, ეს ჩემი სიკვდილით დასრულებულიყო და
სიამოვნებით ჩამაჭედებდნენ ტყვიას.

მახსოვს, ვარჯიშზე კაპიტანი და რამდენიმე იქაური თანაგუნდელი მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, იარაღების ამოღება იყო. მერე ვნახე, ვიღაც ბიჭებმა ისე დაცხრილეს მანქანა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ასეთი ამბები ყოველდღე ხდებოდა", - განაცხადა ვირხილმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყოჩაღ! როგორც იქნა სატურნირო ცხრილი გაასწორეთ. ყოჩაღ!
კახა
29 ივლისი 2020 19:48
1
მე კიდევ მახსოვს, საპასპორტო კონტროლის მერე პოლიციის თანამშრომლები ვენებს რომ უმოწმებდნენ ხალხს, გაჩხერვის კვალი ხომ არ აქვსო
Irakliy
29 ივლისი 2020 14:39
0
ჯიგარი, ხარ, კალორია.
mamuka09ze
29 ივლისი 2020 12:15
0
აჭარბებს. მთლად ასე არ იყო. მითუმეტეს 2002 წელში.
გიგი
29 ივლისი 2020 11:04
7
ეხლაც მაქეთკენ მიყავთ ქვეყანა ქოცებს,იმიტომ რომ იმათი ნაშიერები არაიან
3
29 ივლისი 2020 10:03
17
2002 ში ძმაკაცი ჩამომივიდა უცხოეთიდან აეროპორტში ტელეფონების ავტომატთან მივიდა დამირეკა და უკან რო მოიხედა ჩანთა არ იდო. იმის მერე აღარ ჩამოსულა. მაშნდელი აეროპორტი იყო 100 კვადრატული მეტრის ოთახი სადაც შეიყრებოდა 1 ვაგონი ხალხი და 1 ჯიხური იდგა პასპორტის კონტროლის (ხო, და მახსოვს ამ ოთახში შუაში ეკიდა პატრონით ჩამოკონწიალებული 1 ცალი 100იანი ნათურა) , ქაჯი მებაჟეებით სავსე, შუქი ენთო მარტო იქ და აეროპორტის პალასა იყო სიგრძეზე განათებული მარტო. ჩანთები მოდიოდა ხშირად გაძარცვული აეროპორტის ვაი თანამშრომელების მიერ. პასპორტის კონტროლს რო გამოივლიდი გარეთ ეყარა და უნდა გეპოვა და ცალკე მებაჟეები გშმონავდნენ რა გდევს ჩანთაშიო. თბილისი ისე გავიარე და ბნელოდა ყველგან გული წამივიდა ეს სად დავბრუნდი მეთქი.
მიშა 2004იდან მოვიდა და 2007 ში უკვე თბილისი ვერ იცნობოდა. აი მარტო მძღნერი რო გქონდეს და იმისგან როკოკოს ვაზა გააკეთო ისეთი იყო როცა დავბრუნდი. ჩამოფრენიდან 1 საათში მებაჟეს კი არ ვეკამათებოდი უკვე სახლში ვიყავი. ამის მერე 2007 წლის ხალხის გამოსვლები იყო და ნაცებს აძევებდნენ.
ჩვენ ხომ სვეტიცხოველში რო ვლოცულობთ და არსაკიძეებს მარჯვენას ვაჭრით ის ხალხი ვართ.

ზ.კალორია
29 ივლისი 2020 10:00
14
აუ რა მამალი ნაცუა ხარ
მამაშენი
31 ივლისი 2020 16:51
0
დაგლიჯე თემურ!!!
კოტე შავშიშვილი
29 ივლისი 2020 09:59
2
კი მართალია აბა რაა, დაანგრია, ოღონდ მერე თვუთონ დაიწყო ახალგაზრდების ჩაცხრილვა ქუჩაში
Giorgi
29 ივლისი 2020 09:56
7
ეჰ,რა ქვეყანა დაანგრია "სისხლიანმა 9 წელმა"..
თემური
28 ივლისი 2020 22:37
26
ეჰჰ რა ქვეყანა დაანგრია მიშას რეჟიმმა
Megreli
28 ივლისი 2020 22:27
26
სამაგიეროდ ახალმა რეჟიმმა ხო დააბრუნა ის ქვეყანა
.
28 ივლისი 2020 22:37
11

სიახლეები პოპულარული