თბილისელი გუნდელები იარაღებით დადიოდნენ, ქვეყანა 1940-იან წლებს მაგონებდა - პერუს ნაკრების ექსფორვარდმა "ლოკოში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
პერუს ნაკრების ექსფორვარდმა ხუან დიეგო გონსალეს ვირხილმა, რომელიც 2002/03 წლებში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, depor.com-თან საუბარში თბილისში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"საქართველოში თამაშის დროს რამდენიმე სახალისო ისტორია გადამხდა თავს. ჩემი იქ ჩასვლის დროს, 2002 წელს, ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა ახალმოპოვებული ჰქონდა. გეგონებოდა, 1940-იან წლებში იყავი.

თბილისში ყველას შავები ეცვა, ერთნაირი მანქანებით დადიოდნენ. ქალაქის ერი ნაწილი დაბომბილი იყო, თითქმის ყველა სახლის ფანჯარა და კარები ჩამსხვრეული გახლდათ.

ასევე, ქართველებმა გამაფრთხილეს, რომ ქალებისთვის არ მეყურებინა, რადგან შეიძლება, ეს ჩემი სიკვდილით დასრულებულიყო და
სიამოვნებით ჩამაჭედებდნენ ტყვიას.

მახსოვს, ვარჯიშზე კაპიტანი და რამდენიმე იქაური თანაგუნდელი მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, იარაღების ამოღება იყო. მერე ვნახე, ვიღაც ბიჭებმა ისე დაცხრილეს მანქანა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ასეთი ამბები ყოველდღე ხდებოდა", - განაცხადა ვირხილმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
მე ვიყო ვალტერი თუ დღევანდელ სამარცხვინო ყოფას ისევ ის დრო თუვარ ჯობია.
კვარა
28 ივლისი 2020 21:22
38
იმდენი შენი შუბა დავხიე... სამხრეთ ამერიკიდან მაინც არ იყო
ზურა
28 ივლისი 2020 21:11
14
ეს რასაც ყვება ეგეთი რამ 90-იანებში არ მახსოვს 2004-ში კი არა! რასაა ეს რომ ბოდიალობს?!
moqalaqe
28 ივლისი 2020 21:00
28
2002-2003 წლებიო...მაშინ იყო თუ იყო გატაცებები და პანკისი..:)
saba
28 ივლისი 2020 21:12
10

სიახლეები პოპულარული