12 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "თელავისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა.
ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" დებიუტანტი "თელავი" ვერ დაჯაბნა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩხეტიანის შეგირდების თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, არადა, ჩემპიონთა ლიგაზე "ტირანასთან" შეხვედრა კარსაა მომდგარი.
თბილისის "დინამო" 19 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 სექტემბერს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.
"თელავი" კი 13 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს გორში "დილას" დაუპირისპირდება.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - დინამო (თბ) 0:0
თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე (სამუშია 70), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე
მწვრთნელი: გოცირიძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, შულაია, პაპავა (კ), კუცია (კუხიანიძე 61), გაბედავა (პერნამბუკო 86), ქავთარაძე (ბუღრიძე 72)
მწვრთნელი: ჩხეტიანი