12 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "თელავისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა.
ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" დებიუტანტი "თელავი" ვერ დაჯაბნა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩხეტიანის შეგირდების თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, არადა, ჩემპიონთა ლიგაზე "ტირანასთან" შეხვედრა კარსაა მომდგარი.
თბილისის "დინამო" 19 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 სექტემბერს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.
"თელავი" კი 13 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს გორში "დილას" დაუპირისპირდება.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - დინამო (თბ) 0:0
თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე (სამუშია 70), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე
მწვრთნელი: გოცირიძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, შულაია, პაპავა (კ), კუცია (კუხიანიძე 61), გაბედავა (პერნამბუკო 86), ქავთარაძე (ბუღრიძე 72)
მწვრთნელი: ჩხეტიანი
ამათ როგორ უგულშემატკივროთ ერთხელ არ უფიქრია ფიფიას?ამათ გინდა მოიგონ ტირანას?ფუი...ბათუმი თქვენ გაიხარეთ,თქვენი იმედი გვაქ თავმოყვარე გულშემატკივრებს!
საერთოდ მწვრთნელი რა არის? რაღაც თავისი ხელი დაატყოს,რამე გარდატეხა შეიტანოს თამაშში,ცვლილებები შედეგის მომტანი გააკეთოს...ვინმე ატყობთ დინამოს მწვრთნელის ხელს?ეს ხავილა ჩხეტიანი რო არ იყოს და ვინმე სხვა,თუნდაც მეეზოვე რო იყოს დინამოს მწვრთნელი რამე სხვაობა იქნებოდა? გადააშენეთ ეს ჩხეტიანი საერთოდ. ვერ ატყობთ ისევ ჩოსკოს ხელი ატყვია გუნდს და ინერციით მიდის დინამო