რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
მცველი რომან ჭანტურია კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რომან ჭანტურია, რომელიც რამდენიმე კვირაა ჩვენს კლუბთან ერთად ვარჯიშობს, "დილას" უკვე ოფიციალურად შეუერთდა. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა.

რომან ჭანუტურია თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილია, რომელმაც კარიერა იტალიურ "ემპოლიში" გააგრძელა, საიდანაც განათხოვრების წესით თამაშობდა პორტუგალიის, იტალიის და მალტის კლუბებში. ასევე იჯარის წესით მან 2 ქართულ კლუბში ითამაშა, 2018 წელს მშობლიურ "ლოკომოტივში" და 2019 წელს ბათუმის "დინამოში".
ამის შემდეგ კი იგი თავისუფალი აგენტი გახდა და სწორედ ამ სტატუსით შეუერთდა ჩვენს კლუბს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ghvinianidzem ramdenime celia tamashs tavi daaneba
Gio
18 აგვისტო 2020 10:44
0
მცველი არა მეკარეა მეკარე :-)))
:-)
18 აგვისტო 2020 06:05
0
პერსპექტიული ფეხბურთელი იყო რამოდენიმე წლის წინ, თუმცა ამის ფეხბურთი 2-3 წელია არ მსმენია. ლევან მჭედლიძესთან შედარებითაც კი ვეტერანია (ასაკს არ ვგულისხმობ). ბოლოს ოფიციალური შეხვედრა სად ჩაატარა, არც ეხსომება. ძალიან სამწუხაროა რატომ აღარ ჩანს ჭანტურია, მჭედლიძე, ყენია, ღვინიანიძე, ფანცხავა და ბევრი სხვ.
რომანი
18 აგვისტო 2020 00:29
1
ეს ის რომან ჭანტურია არაა ბევრმა საფეხბურთო ვაიიი ექსპერტმა და ჟურნალისტმა 2-3 წლის წინ ახალ შოთა არველაძეთ, რომ გამოაცხადეს?? და 2 მილიონს, რომ იხდიდა თურმე ყაზანის რუბინი ამის ტრანსფერში და ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი რუბინს რომ იწუნებდა და პირდაპირ სერია ა -ს წამყვან კლუბებს რომ ირჩევდა და უკავშირებდა ამ ფეხბურთელისთვის ვარსკვლავად რომ გამოცხადეს სადრევად ახლა როგორ აღმოჩნდა გორის დილაში ამ მონაცემების ფეხბურთელი იმ ექსპერტების აზრი მაინტერესებს ძალიან ვინც ტოპ კლუბებს უწინასწარმეტყვეელბდა 2-3 წლის წინ.
ზურა
17 აგვისტო 2020 21:42
1
მცველი კიარა თავდამსხმელია.ამ ბიჭმა საქართველოს ჩემპიონატის დონეც კი ვერ გაქაჩა და იტალიაში როგორ აიყვანეს საერთოდ მიკვირს.
კვარა
17 აგვისტო 2020 21:05
3
წარმატებები, ყოჩაღ დილას კარგი ტრანსფერია, საკმაოდ იმედისმომცემი ბიჭია!
ზურა
17 აგვისტო 2020 19:38
6
ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიდან რომ ჩამოდის საქართველოში ფეხბურთჳს სათამაშოთ და იქ არაფერი გამოუვაა მოდით სიმართე ვთქვათ რომ ესაა ტრაგედია საფეხბურთო გადმოსახედიდან სამწუხაროდ ამ ეპოქაში ბევრი ქართველი ახალგაზრდა ვინც წასულა ევროპაში ან რუსეთში სათამაშოთ ზოგს ტრამვებმა შეუშალა ხელი ზოგს ხასიათმა ტრამვისგან არავინა დაზღვეული და რაც შეეხება ხასიათს ბევრი ვინც აქედან მიდის და ნახულობენ იქაურ ცხოვრებას მაღალ ხელფასს ასევე ყურადღებას, რადგან იქ უფრო მეტი ხალხი იცნობს ფეხბურთელებს ვიდრე აქ სამწუხაროდ ბევრი ივისყებს ფეხბურთის თამაშს და ვარჯიშს და სხვა ინტერესები უჩნდებათ,ხოლო დიდი ფეხბურთელობა მოდის პროფესიონალიზმით თავდაუზოგავი შრომით რეჟიმის დაცვით და დასციპლინით და არაა მხოლოდ ნიჭით და კაი მონაცემებით ნიჭს და მონაცემებს განვითარებაა უნდა და ეს შრომის გარეშე წარმოუდგენელია.
გელა
17 აგვისტო 2020 19:19
1

სიახლეები პოპულარული