ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.
"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.
კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.
მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".
კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

გისურვებ საკუთარი მიღწევებით გეამაყოს და არა დაბადების ან თუნდაც საცხოვრებელი ადგილით.
რატომ უნდ იჯდნენ დინამოს აკადემიის აღზრდილი ნიჭიერი ბიჭები ქავთარაძეების და ქიმაძეების თადარიგზე! ან მოისწრაფა სად გაუშვით, ან სხვები?! დაიბრუნეთ ყველა და ათამაშეთ ერთად ის ბავშვები ვინც ერთად შეიზარდა, დაუმატეთ რამდენიმე კვალიფიციური ლეგიონერი და ეგაა!!! პ.ს. ფიფიას ერთი ჭკვიანი მრჩეველი როგორ ვერ იშოვე ა?!
ელიტაში დასაბრუნებლად საჭიროა ის, რასაც ნოდარ ახალკაცი აკეთებდა - საჭიროა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დაიხვეწოს და აუცილებელია დაემატოს მენტალური მომზადება.
წინსვლის შემდეგი ეტაპი არის ჩემპიონობა და იქ ამ ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადებაც დაგჭირდებათ.
ამის გარეშე ქართული ფეხბურთის წინსვლა ვერ მოხდება და მოედანზე მუდმივად ვიხილავთ: შენელებულ აზროვნებას, მის შესაბამის თამაშის დაბალ ტემპს და ბურთის დიდხანს დაყოვნებას!