თბილისის "დინამომ" მწვრთნელობის სასურველი კანდიდატი შეარჩია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და როგორც adjarasport-ი წერს, თბილისელებმა სასურველ კანდიდატად გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე შეარჩიეს.

წყაროს ცნობით, თბილისური კლუბი უკვე დაუკავშირდა ნემსაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილი და პოზიცია უცნობია.

გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და 2019 წლიდან კი გორის "დილას" უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გორელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან.

მკითხველის კომენტარები / 52 /
ფიფიამ სულ დაკარგა სინდისი? უკავშირდება ნემსაძეს რომელიც გორის დილას მწვრთნელია. დილას პოსტიდან გადადგეს და დინამოში დაიწყოს მუშაობა. ეს ყველანაირ მორალურ და ეთიკურ ნორმებს ცდება, მე მსგავსი ფაქტი ფეხბურთში არც გამიგია
დაT
16:12 21-08-2020
0
იმედია ნემსაძე არ შეცდება და ფიფიას ფარსში არ მიიღებს მონაწილეობას
Anti
13:22 21-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული