ჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" დაიდო ფოტომასალა, რომელზეც ასახულია ჩისკო მუნიოსის მიერ ჩატარებული პირველი ვარჯიში საქართველოს ჩემპიონის რიგებში მთავარ მწვრთნელად დაბრუნების შემდეგ.

"ჩისკო მუნიოსი თბილისშია და ვარჯიშიც გამართა. იგი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს შეასრულებს. მასთან ერთად ესპანელები - მწვრთნელი რობერტო კუესტა და ფიზმომზადების მწვრთნელი ხორხე აბელა იმუშავებენ." - ვკითხულობთ "დინამოს" განცხადებაში.

ჩისკო "დინამოს" რიგებში, როგორც ფეხბურთელი, 2011-14 წლებში თამაშობდა. 2019 წელს გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, რეალურად კი მთავარი მწვრთნელი იყო, საჭირო ლიცენზიის არქონის გამო იწოდებოდა ასისტენტად. ჩისკოსთან
ერთად "დინამო" საქართველოს ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სეზონის ბოლომდე რა ამბავია, ზამთრამდე ჩამოგეყვანათ და მერე სეზონის ბოლომდე კიდევ ახალი მწვრთნელი მოგეყვანათ ისიც ნახევარი სეზონით?! ვაი თქვენ პატრონს სხვის შეცდომებზე კი არა ამდენი წელია საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობთ !!!
0
მწვრთნელიც შეცვლა არ შველის საქმეს!!! როგორი ცუდი შედეგებიც აქვს დინამოს ფიფიას ხელში ეგეთი არ ქონია არასდროს ისტორიაში ხალხი უკვე წლებია ლაპარაკობს, რომ ამ კაცს არასწორი მიმართულებით მიჰყავს გუნდი 10 წლის მანძილზე დინამომ 15 მწვრთნელი და 16 სპორტული დირექტირი შეცვალა,მაგრამ შედეგი 0 აქედან გამომდინარე პრეზიდენტშია პრბლემა თუ პრეზიდენტი არ გამოყოფს ინდებ თანხას რამდენიც საჭიროა გუნში კარგი ფეხბურთელების მოსაყვანათ მწვრთნელი რას უშველის ან სპორტული დირექტორი სპორტული დირექტორი ცდილობს არსებული თაბხების ფარგლებში მოიყვანოს ვიღაც.
თუ ფიფიას არ აქვს საშუალება ამის მაშინ გადაბაროს დინამო იმ ხალხს ვინც თანხებსაც ჩადებს და გეგმას და პროგრამასაც დადებს კლუბის განვითარებას და დინამო ისეთი სახელის მატარებელი გუნდია პატრონი ყოველთვის გამოუჩნდება.
ზაზა
17:07 31-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული