ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

კოხრეიძეს ესპანეთში ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს

AutoSharing Option
"საბურთალოს" ტრავმირებულ თავდამსხმელ გიორგი კოხრეიძეს ესპანეთში ოპერაცია გაუკეთეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"გიორგი კოხრეიძემ ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა. პროცედურა კლინიკა IMED-ში ექიმმა ერნესტო ფერნანდესმა ჩაატარა.

გიორგის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ფეხბურთელი სრულ სარეაბილიტაციო კურსს ვალენსიაში, ხსენებული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

კოხრეს გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ".