თბილისის "დინამოს" საქართველოს ნაკრების ფორვარდი სურს

AutoSharing Option
სპორტული გაზეთის, "ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" გდინიას "არკას" ყოფილი ფორვარდის - დავით სხირტლაძის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდმა პოლონური კლუბი 1-ელ აგვისტოს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. შესაბამისად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის მესამე მხარე არ იქნება, რაც საქმის დადებითად გადაწყვეტას აადვილებს.

კარიერის უდიდესი ნაწილი დავითს დანიაში აქვს გატარებული - ჯერ "ორჰუსის", შემდეგ კი "სილკებორგის" ღირსებას იცავდა. ამას მოჰყვა "სპარტაკ ტრნავა", "რიგა" და ბოლოს "
არკა". თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
sxirtlazis donis fexburteli sakartvelos chempionatshi ar gkavt,uzbad ar chamovides)))
qomagi
03 სექტემბერი 2020 19:34
2
შენ საიდან გვესაუბრები ოქროკაცო, ასე იქედნურად რომ მოგვმართავ “გყავთო”. ანუ საქართველო შენთვის სხვაა და ჩვენ გვყავს და შენ არ გეხება? მეც არ ვცხოვრობ საქართველოში მაგრამ მაგის უფლებას არასდროს მივცემ ჩემ თავს, საქართველოში დარენილ ადამიანებს განყენებულად ვესაუბრო, თითქოს აღარ ვეკუთვნი მათ.

პ.ს. ლამაზი შრიფტია ქართული და რას ერჩი შე კაცო, წერე ქართულად. თან გაძლებს საშუალებას ეს პლატფორმა
ოქრო
04 სექტემბერი 2020 08:18
0
მშრომელი ბიჭები ბუნდეს ლიგაში,პრემიერ ლიგასა თუ ლა ლიგებში თამაშობენ ძმა
ასე მაინც გეთქვას
03 სექტემბერი 2020 15:51
0
Fifa - s 2019/
20 წლ. რეიტინგი 89 დან 91 ადგგილზე(( გამიჭირდა 90 ქვეყნის ჩამოთვლა,
ლაშა
03 სექტემბერი 2020 19:23
0
მაგას რა ჯობია უგუნდო ქართველ ფეხბურთელებს თუ დაიმატებს გინდ დინამო, გინდ ლოკო. კიდევ არიან რამდენიმე კარგი ფეხბურთელები, ბერიძე გენტში რო თამაშობდა, ანდრო გიორგაძე უკრაინულ კლუბებში თამაშობდა და საკმაოდ კარგი მცველია. ავთო ებრალიძეც რაღა თქმა უნდა, ნაკრებშიც იყო ქეცბაიას დროს და პორტუგალიის ლიგაში გაატარა მთელი კარიერა ახლა უგუნდოდაა. ჭანტურიაზეც ვიტყოდი კარგია მეთქი მაგრამ მხოლოდ ნიჭითაა კარგი. ფორმა თუ აღიდგინა მართლა წაადგება გუნდს, მისი გადასაწყვეტია არცერთ გუნდს რომ არ უნდა, მოიკრიბოს ძალა და ქართულ კლუბებში თუ არა, ისევ ცეცაძესთან მაინც წავიდეს უკრაინაში. მართლა ცუდი დასანახია ესეთი ნიჭი როგორ იფლანგება. და კიდევ არაბიძესაც არ ქონდა კარგი სეზონი და ვფიქრობ თავის მშობლიურ ლოკოში ხოარ გაეშვათ იჯარით, თუ რათქმაუნდა დინამო მოსკოვის ბარიერი გადალახა ლოკომ მშვენიერი დანამატი ექნებოდათ არაბიძის სახით, სულ ნახევარი წლით მაინც ზამთრამდე დაამშვენებდა.
Toko
03 სექტემბერი 2020 12:52
2
სხირტლაძის დამატებას დავით თარგამაძე დაგემატებინათ. თარგამაძეს ნაკრების ლიდერად ვთვლი და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს. ის დინამო თამაშს იმსახურებს.
Giorgi kakaladze
03 სექტემბერი 2020 12:23
44
თარგამაძე უუჰ ბუნდოვნად მახსოვს
შაკო
03 სექტემბერი 2020 22:17
1
შენ რომელ წელში ცხოვრობ თუ კაცი ხარ რაღა დროს თარგამაძის ლიდერობაა.მარიუპოლში რამხენჯერ მყავს ნანახი ზღვისპირა ბუნგალოდან უკრაინელ გოგოებს ფეხზე რომ ვერ იდგა ეგეთი მთვრალი მიჰქონდათ მანქანამდე.ეს ჯერ კიდევ მაშინ როცა ნაკრებში თამაშობდა
კვარა
03 სექტემბერი 2020 15:55
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული