სპორტული გაზეთის, "ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" გდინიას "არკას" ყოფილი ფორვარდის - დავით სხირტლაძის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.
საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდმა პოლონური კლუბი 1-ელ აგვისტოს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. შესაბამისად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის მესამე მხარე არ იქნება, რაც საქმის დადებითად გადაწყვეტას აადვილებს.
კარიერის უდიდესი ნაწილი დავითს დანიაში აქვს გატარებული - ჯერ "ორჰუსის", შემდეგ კი "სილკებორგის" ღირსებას იცავდა. ამას მოჰყვა "სპარტაკ ტრნავა", "რიგა" და ბოლოს "
არკა". თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.
პ.ს. ლამაზი შრიფტია ქართული და რას ერჩი შე კაცო, წერე ქართულად. თან გაძლებს საშუალებას ეს პლატფორმა
20 წლ. რეიტინგი 89 დან 91 ადგგილზე(( გამიჭირდა 90 ქვეყნის ჩამოთვლა,