"დილამ" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
ბრაზილიელი მცველი ვანდერსონ სილვა კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - იტყობინება გორული კლუბი თავისი საიტით:

"28 წლის მარცხენა მცველი ვანდერსონ სილვა გორის "დილას" ფეხბურთელია. ბრაზილიელმა უკანახაზელმა, რომელიც "დილას" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა, ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ვანდერსონმა კარიერის დიდი ნაწილი სამშობლოში, ბრაზილიის ქვედა ლიგების კლუბებში "ვილა ნოვაში", "ოპერარიოსა" და "ანაპოლისში" გაატარა, საზღვარგარეთ კი მან ისრაელის და აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბებში - "სახნინისა" და "საბაჰის" რიგებში ითამაშა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აწი რაღა გიჭირთ) ჩვენი ჯიბიდან აიღებს ეს გადამთიელი ხელფასს,ბოდიში და რატომ??? რისთვის!!!!!! ყველანაირი დაფინანსება უნდა მოეხსნათ ამ.დოყლაპიებს, თვითონ მოიძიონ სპონსორი, ვერ მოიძიებენ? დაჯექით მაშინ სახლში თქვე დოყლაპიებოოოოოი!!!
ლევანი
13 სექტემბერი 2020 18:34
2
ერთი ლოთი უბნელი მყავს, იმას გავს ძალიან. იმასაც ასეთი დიდი თავი აქვს !!
რომელუ
13 სექტემბერი 2020 14:30
5
საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდს სხვა ტიპის ტაქტიკა და მთავარი მწვრთნელისთვის მეტი ნდობის გამოცხადება სჭირდება. გორელ გულშემატკივრებს მეტი მონდომება და მარიფათის გამოჩენა, დილა რომ ჩემპიონობისკენ გაიქაჩოს. მიეცეს ნემსაძემ მეტი თავისუფლება მოქმედებებში
დილას ფანი
13 სექტემბერი 2020 09:25
0
მამაცხონებულო, ყველასგან დაწუნებული პენსიონერი ბრაზილიელი რომ მოგყავს, ქართველი ახალგაზრდა ათამაშე, ცოტა არაა, თუ დააკვირდები. მიეცი შანსი, გაიზრდება, გამოცდილებას მიიღებს და ნდობის გამართლებასაც ეცდება. სადაა ლოგიკა ამისთანა ფეხბურთელის ჩამოყვანაში ვერ გავიგე.
emigranti
13 სექტემბერი 2020 03:00
8
ქართველი ახალგაზრდები ათამაშე საკუთარი ეზოს სტადიონზე, მე სტადიონზე ზრდასრული ფეხბურთელების საყურებლად დავდივარ და არა ბავშვების რომელსაც გაზრდა და გამოცდილება სჭირდება, გამოცდილება ახალგაზრდამ უნდა მიიღოს დუბლებში, ბავშვთა ლიგებში და არა საჩემპიონო გუნდში... სისულელე წერია და 31 ბოლოკისთავიანი იწონებს, ასეთების ბრალია რომ ცუდ დღეშია ჩვენი ფეხბურთი...
zura
14 სექტემბერი 2020 00:04
2

სიახლეები პოპულარული