"საბურთალოს" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს, - იტყობინება დედაქალაქური კლუბის საიტი:

"საბურთალოს მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე გახდა. ახალგაზრდა სპეციალისტმა თანამდებობაზე თემურ შალამბერიძე შეცვალა.

ლევანი ბოლოს თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა, იქამდე კი საბურთალოს ასაკობრივ გუნდში წარმატებით მუშაობდა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თემურ შალამბერიძემ საბურთალოს მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თემურ შალამბერიძემ გუნდთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისში, სუპერთასი მოიპოვა.

ჩვენი კლუბი მადლობას უხდის თემურს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს!".

მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ლევან კორღალიძეს!
ლოკომოტივი რა გუნდი დააყენა და ეხა საბურთალოს ნახეთ რა გუნდს დააყენებს.
წარმატებები ლევანს.
გულშემატკივარი
21 სექტემბერი 2020 11:15
0
ამუშავდა ლოტოტრონი
შოკირებული გულშემატკივარი
20 სექტემბერი 2020 10:30
1
რაღა რუსეთდი "სპარტაკი", აქ "საბურთალოა", მფლობელები ნახე ან ნაკრებები)), არა ცუდი არაა, მაგრამ ესეთ დროს შედეგი არ ჩანს,
gela
20 სექტემბერი 2020 08:47
1
თუ ჭიაბრიშვილის გამოცდილებას გაიზიარებს და ფეხბურთელებს უბურთო მოძრაობას, დროულ გახსნას, სწრაფ მანევრებს და დროულ პასს ასწავლის, ლოკომოტივივით წარმატებებს მიაღწევს. თუ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი არ ვითამაშეთ, ისევ განუვითარებელი და დაბალი დონის ჩემპიონატი გვექნება. დროა საქართველოს ჩემპიონატში თანამედროვე ფეხბურთი ვითამაშოთ, მაშინ ამაღლდება მოთამაშეთა კლასიც და ეროვნული ჩემპიონატის დონეც აიწევს.
თენგაბი
20 სექტემბერი 2020 06:02
0
კორღალიძე საბურთალოს სისტემაში მუშაობდა და კლუბის ფილოსოფიას კარგად იცნობს.იმედი მაქვს,რომ შესძლებს გუნდი თამაში ძველებურად ტემპიანი და აგრესიული გახადოს.ერევანთან მატჩამდე,მართლაც კარგად თამაშობდნენ,იმ ჩავარდნამ კი,ფსიქოლოგიურად გატეხა გუნდი.ახლა ისევ არ დაიწყოთ,გაყიდული იყო ის თამაშიო.სისულელეა ეგ ყველაფერი.ჩვენ მაშინ ჩვენი ბოღმა ამოვანთხიეთ და შედეგებზე აღარ გვიფიქრია.შედეგი კი,ახლაც აშკარად ეტყობა საბურთალოს თამაშს.
სოსო
20 სექტემბერი 2020 17:25
0
ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.კორღალ აბა შენ იცი,წარმატებები და გგულშემატკივრობ.
მეგობარი
19 სექტემბერი 2020 23:12
0
ეს დროის ამბავი იყო.თავმოყვარე კაცი აპოლონთან თამაშის მერე თვითონ გადადგებოდა,რა ითამაშა,ეზოს ფეხბურთი.ბათუმს დაასწრო საბურთალომ კორღალიძის დანიშვნა...
master
19 სექტემბერი 2020 19:36
2

სიახლეები პოპულარული