ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "სამტრედიისა" და "თელავის" მატჩი უგოლოდ დასრულდა.
თანაბარი თამაშის კომპენსირებულ დროში კილასონიას მიერ საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ხარიხარს მოხვდა და "თელავი" წაგებას გადაურჩა.
"თელავი" 15 ქულით და მე-6 ადგილზეა, ხოლო "სამტრედიას" 13 ქულით მე-8 ადგილზე.
შემდეგ ტურში, 25 ოქტომბერს, "სამტრედია" "ჩიხურას" ესტუმრება, ხოლო 28 ოქტომბერს "თელავი" "საბურთალოს" უმასპინძლებს.
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - თელავი 0:0
სამტრედია (3-4-2-1): სეფიაშვილი, რუხაია, კილასონია, ქოჩლაძე (ჟუნიორი 46), იმნაძე, დაფე (კვირკვია 76), ინკუმი, პავიშიჩი, კერძევაძე (კ), სამბუ, თარგამაძე (მესიაჩენკო 39)
მწვრთნელი: მიქაძე
თელავი (3-4-2-1): სანიკიძე, ბერიაშვილი (კ), მ. ბაშელეიშვილი, რუხაძე, ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, პოღოსიანი (მოისწრაფიშვილი 84) , დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ბაჩიაშვილი, ჩაბრაძე
მწვრთნელი: გოცირიძე