რა შეიცვალა "დინამოში" "კლაკსვიკთან" 1:6 წაგების შემდეგ?!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ რაუნდში თბილისის "დინამო" ფარერების "კლასვიკს" დაუპირისპირდა და სამარცხვინო ანგარიშით, 6:1 დამარცხდა.

ჩისკოს გუნდმა 4-2-3-1 სათამაშო სტრატეგიით ითამაშა და არათუ ფავორიტის სტატუსი გაამართლა, არამედ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დააფიქსირა. 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 1 თვიანი პაუზის შემდეგ სადებიუტო მატჩი თბილისური "საბურთალოს" წინააღმდეგ ჩაატარა, დაპირისპირება 9 კაცით დაასრულა, თუმცა მეტოქეს დამაჯერებლად, 3:1 მოუგო.

აღნიშნულ შეხვედრამდე "დინამოს" 2 ახალწვეული შეემატა. დავით სხირტლაძესთან ერთად, რომელსაც კარგ გუნდებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თბილისელთა რიგებს კარლოს კასტრო შეუერთდა. ეს უკანასკნელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ლა ლიგაშიც 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

განხორციელებული ტრანსფერებიდან, "საბურთალოს" წინააღმდეგ განაცხადა
მხოლოდ სხირტლაძე იყო, რომლის დებიუტი არ შედგა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან 41-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პაპავა გააძევა, ჩისკოს კი ბევრი ვარიანტი აღარ ჰქონდა.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შესამჩნევი იყო. კაპანაძისა და გაბედავას ტრავმების ფონზე, თავდამსხმელის პოზიციაზე კუხიანიძე აღმოჩნდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი ესპანელმა სპეციალისტმა ქარდავა დააყენა. ქიმაძემ მარცხენა ნახევარმცველის ამპლუა მოირგო, ცენტრალურ მცველად კი ვიქტორ მონხილმა იასპარეზა. 28 წლის ფეხბურთელისთვის, ეს სადებიუტო მატჩი იყო, რომელიც საბოლოოდ, 97-ე წუთზე წითელი ბარათით დასრულდა.

განაცხადში მყოფი ფეხბურთლებიდან, მხოლოდ ზარია და ორსულა იყვნენ, რომლებმაც "კლასვიკთან" ძირითადიდან დაიწყეს, "საბურთალოს" წინააღმდეგ კი ჩისკომ ორივე თადარიგში დატოვა.

alt2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
როდესაც დინამომ ლევერკუზენში ბაიერთან წააგო 6:1 (საპასუხო კი მოვიგეთ 1:0, მარა რა), მაშინ მეგონა, რომ ქართული ფეხბურთი საბოლოოდ განადგურდა.. თურმე, სადა ბანაობ.. ფარერებთან, კაცო... მეთევზე-მასწავლებელი-მეცხვარე... ცხვარი! 6! გოლი!
alex
24 ოქტომბერი 2020 22:54
1
გენაცვალე მართალი ხარ100%-ით.ცოლები და დედები თურქებთან ყავთ,მახმუდებთან საკოტრიალოდ,თვითონ აქ „ემიგრანტი“ ცოლების და დედების გამოგზავნილი ფულებით მარიაჟობენ და სამაგაიეროდ თოკოს უწუნებენ პატრიოტიზმს და თოკოს თამაშზე საყურებლად არ მოვალთო იმუქრებიან.ვაი თქვენს პატრონს,თქვენა გყავთ პატრიოტი ცოლები და დედები
კორონას
24 ოქტომბერი 2020 22:09
22
ამ გუნდის დასხელება არის ამხ. ფიფიას "ფარერისტები".
დ.დ.
24 ოქტომბერი 2020 21:58
0
იმ ესპანელს ამ სეზონში არ ელოდოთ, შემდეგი სეზონიდან შემოუერთდებაო ასე ბრძანა დინამომ..
კობა
24 ოქტომბერი 2020 21:04
0
უკვე ზედმეტები მოგდით, თუ არ მიხვალთ და თქვენს თავს დააკლებთ!!! თქვენ ის ხალხი ხართ მხოლოდ წარმატებულებს რომ ეწეპებით. ყოველ დღე 10:0 აგებთ თითოეული თქვენს ცხოვრებაში.
სწავლა თქვენ არ გინდათ, შრომა თქენ არ გინდათ, ფიქრი და ანალიზი თქვენ არ შეგიძლიათ!!! თქვენ მხოლოდ მიიღოთ გინდათ და არაფერს არ გასცემთ სამაგისოდ.
ჩარჩით წარსულში და სადღეგრძელოებით ცხოვრობთ იბიომატ!!!! ცოლები და დედები საზღვარგარეთ გყავთ გაშვებული და თქვენ დომინოს და ნარდის თამაშში ატარებთ თქვენს დამპალ ცხოვრებას!!! ტფუ მართლა თქვენს გადაგვარებულ ადამიანობას!!!
კორონა
24 ოქტომბერი 2020 20:57
17
შე მართლა კორონა, შენა! შეუძვერი ერთ ადგილას ფიფიას და მის უვარგის, ვითომ ფეხბურთელთა ბანდას და იქნებით ერთად ბედნიერები
fani
25 ოქტომბერი 2020 00:01
3
წარმოიდგინეთ ეხლა საბურთალო რა დონეა, 9 კაციანი დინამო რო გიგებს 3-1 .../ სად ვართ მართლა , რა საწყენია
Vasili
24 ოქტომბერი 2020 18:55
0
არაფერიც არ შეიცვლება სანამ ეს შემადგენლილობაა კლუბში.ტიპებმა ის გააკეთეს რისი წარმოდგენაც შეუძლებელი იყო.ეს არის სამარცხვინო შემადგენლობა(მხოლოდ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა,უფრო დიდი დამნაშავეები სათავეში არიან).ამათ ის მოახერხეს რომ აღარასდროს მივალ დინამოს თამაშებზე.არადა ჩემი საყვარელი გუნდი ბავშვობიდან...იმ 300 ადამიანში რომელიც დადიოდა ამათ თამაშებზე(რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აქედან ნახევარი ტურისტი იყო),უმეტესად მეც ვიჯექი სტადიონზე.ეხლა კი ტელევიზორშიც აღარ ვუყურებ ისე გამაწბილეს.ამათ სულში ჩაგვაფურთხეს და არ უნდა ეცვათ დინამოს მაისური.პ.ს.საბურთალოც რა უბადრუკ დღეში ყოფილა ანუ...იქ არარატ არმენია,აქ სამარცხვინო დინამო...მდააა
ალექსი
24 ოქტომბერი 2020 18:53
1
ამ დინამოს თბილისის დინამო აღარ ქვია, ეს არის ფიფიას დინამო, რომელიც არცხვენს თავისი სხელოვანი ვეტერანების და მთლიანად გუნდის ისტორიას!
ალეკსანდრე
24 ოქტომბერი 2020 18:23
1
შეიცვალა ის, რომ დინამო რომანის კანტორა გახდა! აი ეგ შეიცვალა!
: )))))))
24 ოქტომბერი 2020 18:19
0
შეიცვალა? ესენი შესაცვლელები კი არა ჩასარეცხები არიან! დინამოს მაისური რო გაცვია და ფარერებთან ასე უგულოდ უჯიგროდ და უდონოდ ითამაშებ შენი ადგილი სულ მცირე ამ დიდი ტრადიციების კლუბში არ არის! ვეთანხმები ზაზას ესენი ფეხბურთელები ვერასოდეს გახდებიან! მართლა ტფუი!
ლოჯო
24 ოქტომბერი 2020 17:35
1

სიახლეები პოპულარული