დღეს, 25 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში საჩხერის "ჩიხურა" "სამტრედიას" თბილისში, "მიხეილ მესხზე" დაუპირისპირდა და 87-ე წუთზე ლაშა თოთაძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით დამარცხდა.
დაძაბული ბრძოლა მთელი მატჩის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. 86-ე წუთზე კი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა ბერეზოვის მხრიდან იმნაძეზე ჯარიმა დააფიქსირა და საჩხერელთა კარში საკმაოდ საეჭვო პენალტი დანიშნა, რომელიც შეუცდომლად ლაშა თოთაძემ დაარტყა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
თბილისი, მიხეილ მესხი
ჩიხურა - სამტრედია 0:1
თოთაძე, 87 (პენ)
"ჩიხურა": თორნიკე ზარქუა, ირაკლი კამლაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, ბესო დეკანოიძე(ღავთაძე, 65), შოთა გვაზავა, კახა კახაბრიშვილი, ალან მისტულოვი(ბუხაიძე, 58), ლუკა კიკაბიძე, გიორგი კორიფაძე, გეორგი ბერეზოვი, ლაშა ჩიკვაიძე(ჯავაშვილი, 78)
"სამტრედია": კონსტანტინე სეფიაშვილი, გუჯა რუხაია(დაფე, 46 (მესიაჩენკო, 72)), ვარლამ კილასონია, ლუკა იმნაძე, გიორგი ახალაძე(ქოჩალძე, 66), სამუელ ინკუმი, სტრაჰინია პავიშიჩი, შოთა კერძევაძე, კაბა სამბუ, ლაშა თოთაძე, ნათან ჟუნიორი