"სამტრედიამ" ზედიზედ მესამედ მოიგო, "დილამ" ხუთჯერ გაიტანა

AutoSharing Option
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 28-ე ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა. იმერულ დერბიში "სამტრედია" ლიდერ "ტორპედოსთან" აგებდა, მაგრამ გაიმარჯვა. გორის "დილამ" კი 5:0 სძლია გაგრას".
"
გაგრა 0:5 დილა

"დილამ" დიდი ანგარიშით მოუგო "გაგრას". ახლა გორელებს და "იბერია 1999"-ს თანაბარი ქულები აქვთ, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ "ტორპედოს". "გაგრა" კი მერვეზეა.

პირველ ტაიმში ერთი გოლი გავიდა, კერძოდ, ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა ითამაშა კარგად და პირისპირ გასულმა ცაციით ზუსტად დაარტყა - 0:1.

მეორე ნახევრის შუაში შოთა შეყილაძემ ახლოდან ვარდნაში დაარტყა და სეზონში მერვე გოლი
მიითვალა. მე-80 წუთზე ჟან-მარკ ტიბუეს პასს მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის დარტყმა და სხვაობა სამამდე გაიზარდა. რამდენიმე წუთში ისევ ბუღრიძემ გაიტანა და ამჯერად იბრაჰიმა დრამეს პასით...

ბოლოს კი ვაუტერმა დაამთავრა: დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი მე-16 გოლი გაიტანა. ვაუტერი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, ტორპედოელ ბიორნ იონსენს 19 გოლი აქვს.

სამტრედია 2:1 ტორპედო

"სამტრედიამ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და ბოლოდან ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა: "თელავს" გაუსწრო. აი, "ტორპედო" კი ლიდერია, მაგრამ ამჯერად ორი ქულითღა უსწრებს მდევრებს.

იმერულ დერბიში სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ "ტორპედო" დაწინაურდა ცოტნე ფაცაციას გოლით, მერე კი სამტრედიელებმა ხასიათი გამოავლინეს: რატი არდაზიშვილის ჭკვიანურ პასს მოჰყვა ლუკა ელბაქიძის ბოლო გადაცემა და ინიგო მარტინმა ახლოდან დარტყმით გაათანაბრა - 1:1.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი სამტრედიელთა კონტრშეტევა დასრულდა გოლით: ჟოზეფ ამოაკოს გარღვევასა და ჩაწოდებას მოჰყვა როინ ოდიშელიძის ერთ შეხებაში დარტყმა და გოლიც გავიდა... ეს ოდიშელიძის პირველი გოლია წლეულს.

erovnuliliga.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ სტაფიონზე უკეთესი არ იქნება კარგი ხელოვნური რომ გააკეთონ? ლანჩხუთში სართიჭალაში ხაშურში რომ არის ისეთი ? თავისი განათებებით?
ტოტტი
11:01 07-10-2024
0

სიახლეები პოპულარული