ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.
ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)
დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)
მწვრთნელი: ჩისკო
მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი
მწვრთნელი: დარასელია