თბილისის "დინამო" მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ოქროს მედლების მოსაპოვებლად "დინამოს" ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქვედა დივიზიონში დაქვეითებულ მეტოქეს ადვილად სძლია.

ანგარიში თერთმეტმეტრიანით ქავთარაძემ გახსნა, შემდეგ კი გაბედავამ დუბლი შეასრულა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - მერანი (თბ) 3:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (25, პენ), 2:0 გაბედავა (41), 3:0 გაბედავა (77)

დინამო (4-2-3-1): კვასხვაძე, იაშვილი, მონხილი, ბენიო, კობოური, პაპავა (კ), ქარდავა, ქავთარაძე, კუხიანიძე (გაგნიძე 71), ქიმაძე (შულაია 45+1), გაბედავა (კაპანაძე 80)

მწვრთნელი: ჩისკო

მერანი (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, ფოფხაძე (კ), კახელიშვილი, დათუნაიშვილი, ვასაძე (თოლორდავა 68), დეისაძე (ხაბულიანი 46), სარდალიშვილი, გაბისკირია (შენგელიძე 46), გოგოლაშვილი

მწვრთნელი: დარასელია

მკითხველის კომენტარები / 38 /
ფარერებზე რა თქვეს?
Lasha
10 დეკემბერი 2020 17:47
1
აუფ! რესტორნები დაკეტილია, თორემ უეჭველი აღნიშნავდნენ!
დავით 67
10 დეკემბერი 2020 21:12
0
აი ეს არის დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე კლაკსვიკის ბულკი(ძველი დინამოს ხათრით უარესს არ ვამბობ) ხდება ქვეყნის ჩემპიონი.ტფუ
hhh
10 დეკემბერი 2020 18:46
5
ეს ჩემპიონობის იმიტაცია ვის რად უნდა?! სამარცხვინოა! "დინამო" არ უნდა ერქვას!
მერაბი
11 დეკემბერი 2020 09:32
2
რატომღაც აღარ მიხარია :(
გიორგი
11 დეკემბერი 2020 03:53
0
როგორ მიყვარს ფეხბურთი,მაგრამ ქართული ფეხბურთისკენ გახედვაც კი აგარ მინდა,სამარცხვინოები დონეზე ვართ როგორც კლუბურ ფეხბურთში,ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე,მხოლოდ ცარიელი სიტყვაა საქართველოს ჩემპიონი,გავლენ ეს ჩვენი გუნდები ევრო თასებზე და პანტა-პუნტით ერთმანეთის მიყოლებით ცვივიან იქიდან ისეთი გუნდებისგან რომლებსაც ნახევრად პროფესიონალებსაც კი ვერ უწოდებ,ნაკრებმა ხომ ვაისის ხემძღვანელობოთ საერთოდ "გმირობა" ჩაიდინა და ფინალს რომელსაც ამდენ ხანს ველოდებოდით სახლში უშანსოდ,მეტოქის კართან ერთი სახიფათო მომენტის შეუქმნელად წააგო.
Pele
10 დეკემბერი 2020 22:31
2
აქ გინდ ჩემპიონი დაირქვით,გინდ პრეზიდენტი.
status quo
11 დეკემბერი 2020 01:35
1
ბათუმის დინამოსაც ჰქონდა შანსი გამარჯვების, იმ შემთხვევაში თუ თბილისის დინამო წააგებდა და ბათუმის დინამო მოიგებდა. ეს თუ დაგეგმილი სპექტაკლი არ იყო კობიაშვილი რატომ ესწრებოდა თამაშს თბილისში?
სოსო
10 დეკემბერი 2020 21:28
7
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებენო... კატაც არ გვყავს მაშინ თაგვს... არც თაგვი? საბოლოოდ ჭიაყელზე დავედით
ზორბეგი
10 დეკემბერი 2020 21:46
4
ისევ გავლენ და წააგებენ,ოღონდ ამჯერად 12:0_ს მალტის სირენსთან...
კარგით რა
11 დეკემბერი 2020 13:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული