"სამგურალმა" "ჩიხურას" სძლია და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის პლეი-აუტის პირველ მატჩში "სამგურალმა" "ჩიხურა" 2:0 დაამარცხა.

მატჩი მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა, ბოლოს საჩხერულ გუნდს დაღლა დაეტყო, რითაც წყალტუბოელებმა ისარგებლეს და 2 გოლი გაიტანეს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 18 დეკემბერს, წყალტუბოში გაიმართება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ჩიხურა - სამგურალი 0:2
გოლები: 0:1 ბურჯანაძე (77), 0:2 კუხიანიძე (81)

ჩიხურა (4-1-4-1): ბეგაშვილი (ზარქუა 75), მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბასტრონი, გვაზავა, კახაბრიშვილი, წიქარიძე (ბერეზოვი 60), ბუხაიძე (მუჯირი 67)

მწვრთნელი: თურმანიძე

სამგურალი (4-3-1-2): მეშველიანი, პატარკაციშვილი, ქურდაძე, ბურჯანაძე, ტურე, გაზდელიანი, ფონიავა, ჩიხლაძე
(ახვლედიანი 80), კიკაბიძე (კ) (ბანძელაძე 67), რაზმაძე, კუხიანიძე (რაჟამაშვილი 84)

მწვრთნელი: სოსიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი და საინტერესო კლუბია სამგურალი, რეგიონებში რაც უფრო ასეთი ბევრი კლუბი იქნება წაადგება ქართულ ფეხბურთს.მთავარია ახლა განვითარება განაგრძონ და გრძელვადიანი გეგმები დასახონ.
ziko
16 დეკემბერი 2020 14:00
0
სოსიაშვილის მორიგი წარმატება! ბიჭების თავდადება და მომზადების დონე, მაისურაძეს არ გამოპარვია და სამნი ახ.ნაკრების ძირითადში ყავდა.

სანდრო
16 დეკემბერი 2020 11:12
0
არაა გამორიცხული რომ ჩიხურამ მეორე თამაში მოიგოს და დარჩეს,ის მაინ ჩიხურაა. მგონი გაგრაც სიურპრიზს შემოგვთავაზებს, თუმცა საცოდაობაა "ბუნებრივად უმაყურებლო" კლუბები ელიგაში!
jango
16 დეკემბერი 2020 23:43
0
ყველაფრის ღირსნი არიან! ყოჩაღ! თასიც მაგათი იყო. თავგანწირვა და გულშემატკივრის და საკუთარი თავის პატივისცემა გამოიხატებოდა ყველა მატჩში.
gela
16 დეკემბერი 2020 11:03
0
"სამგურალს" ვულოცავ! დაიმსახურეს, მთელი სეზონი მაქს.დაიხარჯნენ, იბრძოლეს. უმაღლესშიც ბევრს მოსვამს,
რატი
16 დეკემბერი 2020 10:58
0
ეს თამაში მოიგო მწვრთნელმა და წააგო საჩხერის მწვთნელმა არასწორი ტაქტიკით და შეცვლებით
Cixu
16 დეკემბერი 2020 09:38
0
მერამდენჯერ არა სწორი შეცვლები და მერამდენჯერ წაგებული თამაშები კოლეგიალობა აფუჭებს საქმეს
სოს
15 დეკემბერი 2020 22:14
0
ჩიხურას პატრონი არ ყავს ეს გუნდი არ უნდა ვარდებოდეს უმაღლესიდან
ობოლა
15 დეკემბერი 2020 20:59
1
წარმატებები წყალტუბოს ამ საუცხოო და ლამაზ ქალაქს! სამგურალი უმაღლეს ლიგაში!
ჩვენ ვართ ტორპედო
15 დეკემბერი 2020 19:55
0

სიახლეები პოპულარული