ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი "დინამო თბილისის" ახალი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე გახლდათ, რომელმაც კლუბის სატრანსფერო მიზნებზე ისაუბრა.

"ჩემი მიზანია, რომ გუნდში მოვიდეს 2-3 ძლიერი ლეგიონერი, რომლებიც გუნდში ამინდს შექმნიან, ვიდრე იყოს ბევრი ფეხბურთელი და უხარისხო.

ამ მოთამაშეების გარშემო გუნდი აეწყობა და მთავარი შემოქმედები სწორედ ისინი იქნებიან. ამის შესახებ გუნდის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან საუბარი უკვე მქონდა.

დასამალი არ არის, რომ ვესაუბრებით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსაც - იმ მოთამაშეებს, რომლებსაც თავიანთ კლუბებთან ხელშეკრულებები ამოეწურათ.

მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიური მოლაპარაკებები. ბევრ მათგანს ურჩევნია კარიერა საზღვარგარეთ გააგრძელოს, მაგრამ
თუ ეს ვარიანტი არ გამოუვიდათ, შემდეგ გვეუბნებიან, თქვენ დაგიბრუნდებითო.

რა თქმა უნდა, არ დავივიწყებ აკადემიას. ვგეგმავ, რომ წარჩინებული და გამორჩეული მოთამაშეები დავაწინაურო და სწორედ იმ გამოცდილ მოთამაშეებს შევუწყვილო, ვის დამატებასაც ვაპირებთ.

არ მინდა, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი დაიშალოს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემს სქემაში რამდენიმე ფეხბურთელი არ ჯდება. ამიტომ მათი გაშვება მომიწევს, თუმცა მათ გვარებს ახლა ვერ დავასახელებ.

ჩემი სტილი იქნება შეტევა, თუმცა ისეც არ უნდა გავაკეთოთ, რომ მეტოქემ აქეთ კონტრიერიშზე დაგვიჭიროს და ამით ისარგებლოს ხოლმე.

გუნდი 4 იანვარს შეიკრიბება, შემდეგ კი, 20 იანვარს ანტალიაში გავემგზავრებით და იქ განვაგრძობთ მზადებას.

ვიცი, რომ აქ შედეგის დასადებად მოვედი. არავინ არ დამაცდის 2 და 3 წელს. გულშემატკივარს შედეგი ახლავე სჭირდება, რადგან ეს "დინამო თბილისია" და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე ჩემი გუნდი ყველა მოწინააღმდეგეს ისე ეთამაშება, თითქოს ჩვენ ლიგის ფინალი გვქონდეს", - ამბობს ნემსაძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამომწურავი ინფორმაციაა ბატონო გიორგი..თქვენზე ამბობენ ვაჟკაცი კაციაო!!!!!ფიფიას იმედი მტერს ექნა..თქვენი იმედი მაქვს და ტანაც ძალიან..მაგრამ ამ ბირთვს დატოვება????~
ნუგზარ ნუცუბიძე
24 დეკემბერი 2020 18:38
5
არ გრცხვენია ფიფია?!!!...
უკვე ცუდი კომენტარის (კარგზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია!!) დაწერის სურვილიც აღარ აქვს ხალხს!!!...
buba
24 დეკემბერი 2020 18:00
1
მაქსიმუმ ცხვარი და ოციანი (ყველა გუნდს ეხება)
ზორბეგი
24 დეკემბერი 2020 17:38
4
სირცხვილია თბილისის დინამო უეფას ჯგუფში ვერ შედიოდეს. არ ვამბობ თასი მოვიგოთ მაგრამ ევროპის რომელიმე გათამაშების ჯგუფში ყოველ სეზონზე უნდა ხვდებოდეს და ჯგუფიდან გადიოდეს! აქვს ამ ქვეყანას და ამ ქალაქს იმის რესურსი რომ ასეთი სახელოვანი კლუბი ამ მინიმუმს ყოველწლიურად ასრულდბდეს!
წარმატებები დინამო თბილისს და ყველა ქართულ კლუბს!
p.s. არ გაბედოთ და ქუთაისის ტორპედო არ დაშალოთ!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2020 16:57
4
ისეთები მოიყვანე მოწინააღმდეგის კარში დარტყმა რო იციან და სუ თავის მეკარეს არ უბრუნებენ ბურთს
შოკირებული გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2020 16:35
0
გუნდი, რომელიც ყველას უნდა უყვარდეს და ამინდს ქმნიდეს ქართულ ფეხბურთში, მთელი ქვეყნის დასაცინი გახადა ფიფიამ. აღარ მჯერა მისი არცერთი პროექტის!!!!
ქართველი888
24 დეკემბერი 2020 15:54
0
არ ვიცი ამ ქალაქს რა რესურსი აქვს და ქონდა მაგრამ ქვეყანას ნამდვილად ქონდა იმის რესურსი რომ დინამო საქართველოს ნაკრებად წარმოეჩინა
ბაჩი
24 დეკემბერი 2020 18:56
2

სიახლეები პოპულარული