თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" საიტი იტყობინება, რომ გუნდი არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. ახალი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის განკარგულებაში, ადგილზე მყოფი ფეხბურთელების გარდა, წინა სეზონში სხვადასხვა კლუბში იჯარით გაშვებულმა ფეხბურთელებმაც ივარჯიშეს.

თბილისის "დინამო" ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა.

"ჩვენი კლუბი 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა. გუნდთან არსებული ხელშეკრულება გიორგი კუხიანიძეს, ნოდარ ქავთარაძეს, გიორგი ზარიას, ივან ტრუბოჩკინს და როდნი კლოუსტერს ამოეწურათ. დინამო თბილისი მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ გუნდიდან ყველა გასაშვებია, სამარცხვინო უნამუსო კლუბი!
5
05 იანვარი 2021 08:22
3
ნემსაძე თავისი შემოულაწუნეთი დამხმარე რომ დაყავს ვინმე ჭელიძე ნახავს დინამო როგორი შეცდომა დაუშვა..ფეხბურთელებთან ურთიერთობებით დაიწყება პრობლემები..ნემსაძე თავის შემოულაწუნეთი იქნება ყველაზე დიდი შეცდომა დინამოსი..
largo
05 იანვარი 2021 01:10
13
მოდი შევთანხმდეთ, დინამომ ყველაზე დიდი შეცდომა უკვე დაუშვა და ახლა უარესი აღარაფერი იქნება :) ნემსაძეს კი წარმატებები, ახლა ან აკადემიიდან ამოიყვანოს ბიჭები ან ნაკრების ბიჭები ჩამოიყვანოს, იქნება ყველაზე კარგი. რაღაც უნდა შეიცვალოს და სწორი ნაბიჯი იყო ეს
თორნიკე
05 იანვარი 2021 02:33
4

სიახლეები პოპულარული