ავსტრიიდან ბათუმის "დინამოში" - აჭარლები ლეგიონერით გაძლიერდნენ

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ავსტრიელი შემტევი ლუკაშ გროცურეკი გადმოიბირა.

გროცურეკი, გაბარიტების მიუხედავად (189 სმ, 87 კგ), გარემარბია და ბოლოს ავსტრიის ბუნდესლიგის "სენტ პოლტენში" თამაშობდა (მიმდინარე სეზონში 337 წუთი, 1 გოლი).


KSC: Interesse an Lukas Grozurek von Sturm Graz


29 წლის ფეხბურთელმა კარიერა ვენის "რაპიდში" დაიწყო. შემდეგ იყო "ადმირა". 2018/19 წლების სეზონში ტომაში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი იყო გრაცის "შტურმში". 1 სეზონიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "კარლსრუეში" გაატარა.

ბათუმელებმა სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან კარგად იმუშავეს და ქართულ კლუბებს შორის ყველაზე მეტად მათზე ითქმის, გაძლიერდნენო. იმედია, ლეგიონერები თავს კარგად
წარმოაჩენენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი ტრანსფერია. ჯერჯერობით მხოლოდ ბათუმის დინამო იმატებს კარგ ფეხბურთელებს.
ziko
22 იანვარი 2021 15:31
0
ყოჩაღ ბათუმის დინამოს! რაც მთავარია მენტალურად არის მნიშVნელოვანი ავსტრიელების და გერმანელების დამატება. ძალიან დიდი ცვლილების მომტანი იქნება ზუსტად ამ კუთხით, მთელ გუნდს პასუხისმგებლობას და დუხს შემატებს. წარმატებები ლუკას!
გადასარევი გიორგი
21 იანვარი 2021 02:57
0
თუ დაიწყო აჭარულად ბაზარი გორუცეკმა
აჭარელი კიკინა
21 იანვარი 2021 02:18
0
ვის რა გატანილ ფულს აყვედრით , საქართველოს ეკონომიკა დამლაგებელი ქალებისა და "ფორტოჩკიდან" ბინებში შემძვრალი ტიპების მიერ ევროპიდან გადმორიცხული თანხებით სულდგმულობს.
რაც ხელფასს შეეხება: 10000 ევროდ კი უღირს ვინმეს ( თავმოყვარე) ვაიფეხბურთის თამაში საქართველოში?
ჟორიკა
20 იანვარი 2021 19:53
2
ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მარა you toob ზეც და ვიდეოზე თანამეფროვე ტეხნოლობიებით ნებისმიერი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. თანამედროვე ტრანსფერმარკეტში ეგ ცნობილია და ექსპერტიზის გარდა ვერავინ ატყობს ფაბრიკაციას.
vaxo
20 იანვარი 2021 18:53
2
ეს გროზურეკი მართლა ნორმალური ფეხბურთელია. ეტყობა ძაან აებნა გზა, თორემ საქართველოში თავმოყვარე ფეხბურთელი ნაღდად არ უნდა ჩამოდიოდეს. მაგას თვეში მინიმუმ 10.000 ევრო უნდა, ისე არ ითამაშებს. გროზურეკი და თბილისის დინამოს ახალი ფეხბურთელი კასტრო ამ ლიგაში საუკეთესოები იქნებიან ულაპარაკოდ.
გენა
20 იანვარი 2021 18:25
0
მე ვთვლი რომ ცუდია ეკონომიკისთვის უცხოელებს რომ ფულს ვატანთ სახლში. შეცვლით არაფერი შეიცვლება მაინც ევროტურნირებზე რადგან ჩვენი ფეხბურთი ძირეულ რეფორმებს საჭიროება დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან გაგრძელე იმით რომ სახელმწიფო აღარ აფინანსებდეს უმაღლეს ლიგას და მისი კოერციალიზაცია მოხდეს. საქართველოს შიდა ჩემპიონატში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს მაგას პირადად ჩენთვის არ აქვს მნიშვნელობა. რაც გასაკეთებელია იმას არ აკეთებენ და ათი წლის მერეც ასეთივე ბინდში იქნება ჩვენი ფეხბურთი. ეს ავტრიელი და სხვა ლეგიონერები კი უბრალოდ ფულს წაიღებენ ოკახებში. (ზოგიერთთან ალბათ ატკატიც ხდება. კონტრაქტში მეტი ჩაუწწრეს ვჯდრე აძლებენ და წილს გუნდში ტოვებს) ეგ არის და ეგ

ცუდია ეკონომიკისთვის
20 იანვარი 2021 16:39
4
ამას რას გაატანენ ისეᲗს,ბევრს არაფერს,მაგას ევროტურნირის საკვალიფიკაციოზე Თავის გამოᲩენის იმედი აქვს.აი Ჩინელები,რომ გზებს აგებენ და ყველაფერს ეგენი აᲨენებენ,მაგაᲗ გააქვᲗ დიდი ფული,რომელსაც ბიუჯეტიდან უხდიან....
ზურა
20 იანვარი 2021 17:26
3
Youtube-ზე ვნახე ამის ვიდეო და ძალიან კარგი ფეხბურთელი ჩანს. სიმართლე გითხრათ ჩვენ ჩემპიონატში რა უნდა ვერ მივხვდი :)) თუ ფორმიდან არაა ამოვარდნილი და მართლა ისაა რაც ვიდეოებშია უდაოდ საუკეთესოობაზე ექნება პრეტენზია ჩვენ ლიგაში. ღმერთმა ქნას გაამართლოს, წარმატებები მას და ბათუმს!
superman
20 იანვარი 2021 16:38
0
მასიურად უნდა მოხდეს, მინიმუმ ესეთი დონის ფეხბურთელების შემოდინება ოდნავ მაინც რომ ამაღლდეს დონე, გაზაფხულს ვერ მოიყვანს მაგრამ დღევანდელს აჯობებს. ფიზიკურ კონდიციებსაც უნდა მიექცეს ყურადგება ფიზ მწვრთნელებია საჭირო!
beqa
20 იანვარი 2021 15:32
1
ტომაშ თუ ლუკაშ?
k
20 იანვარი 2021 15:14
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული