თბილისის "დინამომ" მადრიდის "ატლეტიკოს" აღზრდილი ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" კლუბის "ფეისბუქგვერდზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუნდში მატებაა და საქართველოს ჩემპიონის ღირსებას გვინეელი, 26 წლის ფორვარდი სეკუ კეიტა დაიცავს.

"დინამოს 26 წლის გვინეელი ფორვარდი - სეკუ კეიტა შეემატა. ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი ჩაატარა ⚽ კეიტა მადრიდის "ატლეტიკოს" B გუნდში, საფრანგეთის ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბში, კვიპროსულ "ერმისსა" და ლუქსემბურგის "დუდელანჟში" ირიცხებოდა. ბოლოს ქუვეითური "ალ არაბის" შემადგენლობაში გამოდიოდა. ფორვარდმა "დინამოსთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტი" გვინეელ ფორვარდს 200 000
ევროდ აფასებს, კარიერაში კი ყველაზე ძვირად 2016 წელს, "ევიანის" რიგებში, ლიგა 2-ში გამოსვლის დროს ფასობდა (600 000 ევრო). კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთის მესამე ლიგაში აქვს გატარებული. აღსანიშნავია, რომ კეიტა მადრიდის "ატლეტიკოს" ძირითადი გუნდის განაცხადში 1-ხელ მოხვდა, 2015/16 წლების სეზონის ლა ლიგის მატჩში "ბილბაოს" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე გვერდს იან ობლაკს, ლუკა ერნანდესს, რაულ ხიმენესსა და ხესუს გამესს უმშვენებდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ავშენდით რაგა გვიჭირს სათაური კი აქვს მგელი
ირაკლი
26 თებერვალი 2021 22:19
0
აი ხვალ "აბანოს" დღეა და იქ გამოჩნდება თეთრი, შავი და ცისფერიც.
ჯაბა
26 თებერვალი 2021 17:21
0
ristvis chamogyavt es legionerebi 1 clian kontraqts rom ufornebt formashi shevides da momaval cels uketes xelfasian gundshi cavides magistvis .? es aris qartuli klubebis didi minusi ese shors ver cavalt
emgranti
26 თებერვალი 2021 16:34
1
ვწეროთ ქართულად
ემიგრანტო
26 თებერვალი 2021 23:40
0
მესისგან ავტოგრაფიც აუღია თურმე
ელგუჯა
26 თებერვალი 2021 16:03
3
არ ვიცი ეს ვინაა,მაგრამ დოსიეზე ეტყობა რა ხვითოცაა.ავტორ,ნუ ამართლებ ამ უგუნურ სატრანსფერო პოლიტიკას ასეთი შინაარსის ფრაზით,რაც ბოლოს წერია.ტიპი ერთხელ მოხვდა განაცხადში და სულ ესაა.სკამზე რომ იჯდა მათთან ერთად,ეხლა ზემოთჩამოთვლილ ფეხბურთელებს ჰკითხეთ აბა თუ ახსოვთ საერთოდ ეს ფუტბალისტი????სათადარიგოთა შორის რადგან იჯდა,გამოდის მაღალი დონისაა???მდააა
ჰაჰაჰაჰაააა
26 თებერვალი 2021 15:53
1
აღზარდეს და ფიფიას გადასცეს.
რატი
26 თებერვალი 2021 15:38
0
გვარი არ მახსოვს და დემოკრატიული კონგოს ნაკრებში თამაშობს 9 ნომერზე იგროკი ძაან მაგარი და ის რო გეჩალიჩათ,თუ წ ამოვა ოღონდ...
კახა ქ.
26 თებერვალი 2021 15:19
1
იგროკი ქართულადაა ხო? რუსულად ალბათ მოთამაშე
თემო
26 თებერვალი 2021 23:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული