თამაში უხვგოლიანი და ლამაზი სანახავი კი გამოდგა, მაგრამ ხარისხისა რა მოგახსენოთ, ორივე გუნდი დაცვაში უამრავ უხეშ შეცდომას უშვებდა და ეს ანგარიშშიც აისახა.
თბილისის „დინამო“ 7 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ 5 ქულით მეოთხეზე.
20 მარტს თბილისის „დინამო“ „თელავს“, „საბურთალო“ კი ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - საბურთალო 4:3
გოლები: 1:0 მარუშიჩი (15), 1:1 ნონიკაშვილი (16), 2:1 მარუშიჩი (31), 2:2 ნონიკაშვილი (45+2), 3:2 გაბედავა (55, პენ), 4:2 პაპავა (69), 43 ი. ტაბატაძე (71)
დინამო (თბ) (3-4-1-2): კვასხვაძე, კობოური (კ), მონხილი, ბენიო, სპორსკლედე (იაშვილი 83), ხვადაგიანი, რადინი, მექვაბიშვილი (კუცია 90+1), გაგნიძე (პაპავა 62), გაბედავა (ქარდავა 62), მარუშიჩი (ახვლედიანი 83)
მწვრთნელი: სვანაძე
საბურთალო (4-2-3-1): მეგრელიშვილი, მალი, ლაცაბიძე, კაკუბავა (კ), შ. ნონიკაშვილი (ამინუ 86), ცნობილაძე, ტერა, შულაია (გოჩოლეიშვილი 86), მანდრიჩენკო (ლ. ნონიკაშვილი 63), გულიაშვილი (ი. ტაბატაძე 62), თ. ტაბატაძე
მწვრთნელი: კორღალიძე
გუნდი გახდა კონკურენტ უნარიანი, ატალანტა, ლესტერი, ვოლფსბურგი დ.ა.შ