ლევან კორღალიძე: ცირკი დადგეს - უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში გაჩერებას აღარ ვაპირებ

AutoSharing Option
"საბურთალოს" მწვრთნელი ლევან კორღალიძე თბილისის "დინამოსთან" ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში (3:4) გოგა კიკაჩეიშვილის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და თავის "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"სტატუსების წერა არ მჩვევია, არაფერი არასდროს არ დამიწერია, მაგრამ გუშინ რაც ცირკი დადგეს და კონკრეტულად კიკაჩეიშვილმა, არ შემეძლო არ დამეწერა არაფერი. ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ რამე ზედმეტი მომივა. უბრალოდ მინდა მივმართო და ამას აუცილებლად მედიასთანაც დავაფიქსირებ, ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში მე აღარ ვაპირებ გაჩერებას. არასდროს სხვისთვის არ დამიბრალებია წაგება ან რა
მე იმედგაცრუება, მაგრამ უკვე დროა ხმა ამოვიღოთ.

მე მიმაჩნდა, შარშან "ლოკომოტივიდან" რომ წამოვედი, ის გადაწყვეტილება, რაც კლუბმა მიიღო, ჩემთვის უსამართლო იყო და მეყო კაცობა და დავტოვე კლუბი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემდი და დღესაც ვცემ "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობას, მაგრამ ჩემი პრინციპი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგება და დგას. ეს შემთხვევაა ახლაც, სადაც ჩემი პატიოსნება და პრინციპი შეილახა ვიღაც არაკომპეტენტური ტიპის (მას ვერაფერს დავარქმევ) გამო.

მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთს დავუთმე, არც ოჯახი ვიცი და არც მეგობარი, იმდენად ჩართული ვარ საქმეში და არავის არ მივცემ იმის უფლებას, ასე არასამართლიანად მომექცეს. თურმე პატიოსნად შრომა არ არის საკმარისი, რათა რამეს მიაღწიო. ან "დინამოს" რაში სჭირდება ასეთი ჩემპიონობა და მოგება. ნამდვილად აღარ ვაპირებ გაჩუმებას, ჩავყვები ბოლომდე, სანამ სამართალს არ მივიღებ. მე ვინც მიცნობს, მთელი ჩემი ცხოვრება სამართლიანად მიმყავს და ყალბი არასდროს არაფერში ვყოფილვარ, არც საქმეში და არც მეგობრობაში. აღარც ახლა ვაპირებ, ვინმემ შელახოს ჩემი პატიოსნება, რომელიც გუშინ ნამდვილად შეილახა ვიღაცა მიკერძოებული ადამიანის გამო.

პასუხს ვითხოვ და ძალიან გთხოვთ, გამეცით იმ ადამიანებმა, ვისაც გეკუთვნით და ძალიან კარგად იცის, ვის ეკუთვნის. შარშან "ბათუმის" პრეზიდენტი, ბატონი აჩიკო ბერიძე აპირებდა ზუსტად ამ ადამიანის გამო ფეხბურთიდან წასვლას, რომელიც ამხელა ინვესტიციებს დებს, შრომას და ნერვებს ამ საქმეში და მაინც ეს პატარა ბავშვი, მსაჯს ვგულისხმობ, ასე უტიფრად აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. ზუსტად ეგ განცდა მაქვს ახლა, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვარ და ვართ ამ შემთხვევაში "საბურთალო". ასე წინ ვერ წავა ვერც ქართული ფეხბურთი და ვერც ინდივიდუალურად განვვითარდებით ვერც მწვრთნელები და ვერც ვერცერთი ფეხბურთში მოღვაწე ადამიანი.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სირაქლემას პოზაში ყოფნას არ ვაპირებ! მადლობა და ბოდიშს გიხდით, თუ ზედმეტად გულახდილი ვიყავი".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ლევან შენ წესიერი კაცი პატიოსანი და კარგი მწვრთნელი,ნუ აყვები ტარიელს ის თაღლითია, ახლა უნდა რომ არ დააფინანსოს მთავარი გუნდი და მიდის შანტაჟზე ქართული ფეხბურთის და ფედერაციის წინაამღდეგ. იცი რამდენი ფეხბურთელია გადაგდებული, კერძოდ ყენიასაც არ მისცა წინა წელს ხელფასი ,საქმე სასამართლოშია...
გიოგიო
15 მარტი 2021 22:10
2
მართალს ამბობს ეს ადამიანი, ხელზე მოხვდა დინამოს ფეხბურთელს და არ დაინიშნა პენალტი. ასეთი გაჩემპიონებული დინამო არავის ჭირდება. ასე რომ საბურთალო ნამდვილად დაიჩაგრა, მართალია ლევანი. მე პირადად დინამოს ვგულშემატკივრობ მაგრამ ესეთ არათანაბარ ბრძოლაში?.......
გიორგი კაჭკაჭიშვილი
15 მარტი 2021 21:57
9
მასე ძალით რო აჩემპიონებენ დინამო თბილისს მსაჯები იმიტომაცაა რომ მერე ევრო ტურნირებზე მეთევზეების და მწყემსების გუნდმა ფარერებში ისტორიული ლაფი დაასხა და შეარცხვინეს სამუდამოდ ქართული ფეხბურთი, ვითომ და ძალიტ ჩემპინებმა..
ირაკლი
15 მარტი 2021 22:50
13
დაკეტეთ ტოტალიზატორები და სამართლიანი იქნება ფეხბურთი
გრიგოლი1408
15 მარტი 2021 22:26
2
კაი რა ლევან რა პატიოსნებაზე ლაპარაკობ თუ კაცი ხარ თავიდან ბოლომდე იცი სადაც ხარ და რა სუნიც აგდის ჯერ შენ არაკეთილსინდისიერებაზე აგე პასუხი და მერე ილაპარაკე სხვაზე, თითის გაშვერა მარტივია.
ლევან ფაიზაღი
15 მარტი 2021 22:59
20
რა დღეში ხართ ერთ საეჭვო პენალტზე,ოთხი ტურია ჯერ ჩატარებული და 32 წინაა.მიხედე რა საქმეს.არასდროს დაუჩივლია გეგუჩაძეს და ჭიაბრიშვილს მსაჯობაზე.შენ გუშინდელი გამოჩეკილი მწვრთნელი რა დღეში ხარ.შენგან მწვრთნელი დადგება?ნამდვილი მწვრთნელი არასდროს წუწუნებს მსაჯობაზე და თავის საქმეს ააარკეთებს.არ ჩამოაქცია ქვეყანა ერთ ვითომ პენალტზე?ნერვები თუარ გივარგა მოეშვი მაგ საქმეს და უმწიფარი ბიჭივით ნუ იქცევი.
Master
16 მარტი 2021 10:37
12
ისე ორივე აშკარა პენალტი იყო, თან მსაჯი ორივე შემთხვევაში ახლოს იყო
გოგა
15 მარტი 2021 21:29
8
რა პენალს ითხოვ ლევან სირცხვილია ტო,თავიდან წამოსული ბურთი ეცემა ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფ ხელს,მსაჯზე დაბრალება ადვილია
ჯონსონი
16 მარტი 2021 09:18
3
ის დროც მახსოვს "ხეჩიკა" რომ მინისტრი იყო და "პადელნიკი" ჭუმბურა, აბა მაშინ იყო თუ იყო არშინ-მალალან.
kaxi
16 მარტი 2021 00:05
8
როცა ერთ და იგივე მსაჯზე მოდის პრეტენზიები ე.ი რაღაცაშია საქმე.ან პროფესიონალიზმი აკლია ან კიდევ........ისე სიმართლე გითხრათ შორიდან უკეთესად ჩანს და გული მიკვდება--ქვეყანაში ყველაფერი ჩამოშლილია, დაწყებული სპორტიდან დამთავრებული შსს-თი.ამის გამომსწორებელიც რომ არ ჩანს არავინ,მაგი სულ მაგიჟებს
კახა ქ.
16 მარტი 2021 14:22
5

სიახლეები პოპულარული