სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "ლოკომოტივი" მიიღო და ზედაძაბულ შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია - 3:4.

პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 3:0-ს იგებდნენ. "ლოკოს" შემადგენლობაში გოლები დავით სამურკასოვმა(32-ე წ.) და თორნიკე კირკიტაძემ(34-ე წ.) გაიტანეს, ანგარიში კი მესიაჩენკოს ავტოგოლით (მე-20 წ.) გაიხსნა.

თითქოს ყველაფერი "რკინიგზელთა" მარტივ გამარჯვებამდე უნდა მისულიყო, თუმცა სამტრედიელებმა 9 წუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრეს. 62-ე წუთზე იოსელიანის დარტყმულ ჯარიმას თავი სამურკასოვმა შეუშვირა და ავტოგოლი გამოუვიდა. 70-ე წუთზე იოსელიანმა მამარდაშვილს ულამაზესი გოლი გაუტანა, ხოლო 1 წუთში 19
წლის გიორგი ლომთაძემ რუხაძის გადაცემა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

თუმცა, თბილისელებმა შეხვედრის მოგება მაინც შეძლეს. დარციმელიას ჩაწოდებული ჯარიმიდან ბურთი ქურდაძის კარში ირაკლი სიხარულიძემ 83-ე წუთზე გადაგზავნა და საკუთარ გუნდს სეზონში მესამე გამარჯვება მოუტანა.


21 მარტი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია - ლოკომოტივი 3:4


0:1 მესიაჩენკო (ა.გ.;20), 0:2 სამურკასოვი (32), 0:3 კირკიტაძე (34), 1:3 სამურკასოვი (ა.გ.; 62), 2:3 იოსელიანი (70), 3:3 ლომთაძე (71), 3:4 სიხარულიძე (83).

"ლოკომოტივმა" 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდი მე-4 პოზიციას იკავებს. გია ცეცაძის შეგირდებს კი 5 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აფსუს, მეყურებინა. ნეტა რა სისწრაფე იყო, თამაშში?
100%
18:07 21-03-2021
2
მშვენიერი კარგი თამაში იყო ბევრი შეცდომების მიუხედავად 100% -იანო.
alexsi
19:21 21-03-2021
0

სიახლეები პოპულარული