"დინამომ" გაიმარჯვა და მიუწვდომელი იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ეროვნული ლიგის" მერვე ტური "დინამო არენაზე" გაიხსნა. თბილისის "დინამომ" უძველეს მეტოქე, "სამტრედიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. 

კორონავირუსის გამო "დინამოს" არაერთი მოთამაშე აკლდა, მათ შორის როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი. ამის გამო, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კარს 19 წლის ლუკა კუტალაძე იცავდა.

პირველი ტაიმი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და ისე მოხდა, შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიში აღრაც შეცვლილა. საწყის 26 წუთში სამი გოლი ვიხილეთ, ბაქარ ქარდავამ ჯერ გიორგი გაბედავას გაატანინა, რამდენიმე წუთში კი თავადაც აიღო მეტოქის კარი. სამტრედიელებმა ანგარიში მალევე შეამცირეს და ტაიმიც ასეც მორჩა."დინამო
არენას" სტუმრებს ცდა არ დაუკლიათ, გია ცეცაძის კრებულმა სცადა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ვერ მოახერხა. დიკვალიფიცირებული გიორგი ნემსაძის "დინამო" კი  ამ ტურის შემდეგაც პირველი იქნება, რადგანაც უახლოეს კონკურენტი, ბათუმის "დინამო", ოთხი ქულით ჩამორჩება.

"დინამოელები" 16 აპრილს თბოლისურ დერბს  "ლოკომოტივთან” ითამაშებენ, ხოლო “სამტრედია” ერთი დღით ადრე, "ეროსი მანჯგალაძეზე" “საბურთალოს" მიიღებს.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - სამტრედია 2:1
გოლები: 1:0 გაბედავა (20), 2:0 ქარდავა (22), 2:1 კობახიძე (26)

დინამო (3-4-1-2):  კუტალაძე, ხვადაგიანი, პაპავა (კ), მონხილი, იაშვილი (ახვლედიანი 60), რადინი, გაგნიძე, კობოური, ქარდავა (მექვაბიშვილი 80), მარუშიჩი (კუცია 60), გაბედავა (აბუაშვილი 75)

მწვრთნელი: სვანაძე

სამტრედია (3-4-1-2): კულუა, გიორგაძე (ლალიჩი 70), სამბუ, რობაქიძე (ილურიძე 66), იოსელიანი (კ), მესიაჩენკო, ცეცხლაძე, კვირკვია, კობახიძე (იბრაჰიმი 66), რუხაძე (დოობი,75), ჟუნიორი (ლომთაძე, 75)

მწვრთნელი: ცეცაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული