"საბურთალომ" "ლოკომოტივს" ისევ სძლია - ჭიაბრიშვილი გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-10 ტურში "საბურთალომ" "ლოკომოტივი" 1:0 დაამარცხა - ამ სეზონში მეორედ.

თავიდან „ლოკომოტივმა“ შეუტია, მაგრამ შემდეგ ინიციატივას „საბურთალო“ დაეუფლა და ტაბატაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა და მომენტები არ იქმნებოდა.

მეორე ტაიმში „ლოკომ“ მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყო: ჯერ საჯარიმოდან დარცმელიას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, საპასუხო შეტევისას კი კოხრეიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი კარს და „საბურთალომ“ ახალი მწვრთნელის, შუბითიძის ხელმძღვანელობით გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასასრულს "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჭიაბრიშვილმა
მსაჯს, აფციაურს ხელი ჰკრა და არბიტრმა გააძევა.

"საბურთალომ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 17 ქულით მეოთხე ადგილზეა და 29 აპრილს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი "ლოკომოტივი" 28 აპრილს სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
ლოკომოტივი - საბურთალო 0:1
გოლი: ტაბატაძე (21)

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გაბაძე (ქველაძე 57), კაშია, სანდოხაძე, უბილავა (კ), დარცმელია, სამურკასოვი (კახაბრიშვილი 57), იმრანი (გავაშელიშვილი 66), შონია, კირკიტაძე (მუკბანიანი 77), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

საბურთალო (4-3-3): გოშაძე, მალი, ლაცაბიძე (ჯინჯოლავა 61), მუდრაკი, კაკუბავა (კ), ტაბატაძე (შულაია 69), ძებნიაური, ნონიკაშვილი (ცნობილაძე 87), ტერა (ჯგერენაია 87) , გოჩოლეიშვილი (კოხრეიძე 69), მანდრიჩენკო,

მწვრთნელი: შუბითიძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
უბედურება ის არის რომ ამ მსაჯის ცემის გამო ფედერაცია ვერ დასჯის ამ უტიფარ მწვრტნელს,,უკვე ლოკომოტივის ხემძღვანელობამ ოფიციალურად მხარდაჭერა გამოუცხადა ჭიაბრიშვილს,საინტერესოა ამ ფაქტის შემდეგ რატომ უნდა მიიყვანოს მშობელმა შვილი ლოკომოტივში,სადაც შეიძლება ბავშვზეც გაიწიონ საცემრად,უბადრუკი ფედერაცია ჩუმად ზის ეხლა,მაქსიმუმ სამ მატჩით დასაჯონ და ცოტა ფულადი ჯარიმა და ამის შემდეგ გინდა გახვიდე ევროპაზე ან მსოფლიოზე..
როტორი
25 აპრილი 2021 11:02
0
ჭიაბერაშვილს და სხვებს თავში აქვთ ავარდნილი ამდენი ლანძგვა გინება და შეურაცხობა მსაჭების წითელი ბარათის გარდა ფინანსურადაც უნა დაჭარიმდენ
fanat
25 აპრილი 2021 09:29
0
რას ქვიახელი ჰკრა ეს სამაგალითოდ უნდა დასაჯოთ ისედაც იდისციპლინო ფეხბურთელები გვყავს და ეს რა მაგალითს აძლევს მთელი წლის ბოლომდე აეკრძალოს თამაშის დროს მთავარი მწვრთნელის ადგილზე ყოფნა ტრიბუნებიდან უყუროს თამაშებს ( ტრიბუნებიდან უფრო კარგად ჩანს თამაშის მიმდინარეობა და იქნებ დაინახოს როგორ"დადიან"მისი ფეხბურთელები
კახა
25 აპრილი 2021 02:36
0
ამდენი წაგების Შემდეგ Თავმოყვარე Თითონ მიდის, უთავმოყვარეოს უშვებენ.მაგ. აშვეთია, სოსიაშვილი.
რატი
24 აპრილი 2021 23:44
0
ჭიაბრიშვილის ქმედებას მართალია გამართლება არ აქვს, მაგრამ მსაჯი არასწორად მოექცა, კაცი გეჩხუბება და ახლოს რომ მიდიხარ ხო იცი რომ ეს გამოიწვევს აგრესიას ყველა ვარიანტში. დისტანცია დაიცავი და გააფრთხილე თუ გინდა გააძევე მაგრამ ახლოს მისვლა ამ დროს არაა გამართლებული.
ზაზა
24 აპრილი 2021 23:43
0
ჭია მაგარი აჭრილია, საოცარ ზამენებს აკეთებს
ვაკო
24 აპრილი 2021 23:03
0
აშკარაა მეკარე მამარდაშვილი არ არის ფორმაში და უნდა თევდორაძეს მიეცეს შესაძლებლობა თამაშისა!!...
გაიოზი
24 აპრილი 2021 20:27
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული