ბათუმური წარმატებები გრძელდება - გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონობას უმიზნებს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოსთან" გამარჯვებით ფრთაშესხმული ბათუმის "დინამო" "ეროსი მანჯგალაძეს" ესტუმრა და "სამტრედიას" 2:0 სძლია.

ბათუმელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 28-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ. პირველი ტაიმი გიორგი ფანცულაიასი იყო -  გოლი გაიტანა, ლაშა შინდაგორიძეს საგოლედ უპასა, ხოლო შალვა ნადირაძე სწორედ მასთან ორთაბრძოლისას გააძევეს.

არსებულ ვითარებაში რთული იყო, შეხვედრას მეორე ნახევარში ინტრიგა დაბრუნებოდა. გია ცეცაძემ თამაშის გამწვავება სამი ერთდროული შეცვლითაც სცადა, მაგრამ ამ საქმიდან ბევრი ვერაფერი გამოვიდა.

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 შინდაგორიძე (34), 0:2 ფანცულაია (45+3)

პირველადგილოსანი ბათუმელები 16 მაისს ახლად გახსნილ არენაზე ამჯერად "საბურთალოს" უმასპინძლებენ. ამავე დღეს  მეცხრეადგილოსანი "სამტრედია" "ლოკომოტივს" ესტუმრება.

altდიდი ზეიმი და ბათუმელთა გამარჯვება ახალ არენაზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ დარწმუნებული ვარ ბათუმის წარმატება ქართული ფეხბურთს განვითარებას სჭირდება!!
იექსპერტი
21:28 12-05-2021
0
რადროს დამიზნებაა ახლა დაიწყო ჩემპიონატი
ბაჩი
18:57 12-05-2021
3

სიახლეები პოპულარული