ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „საბურთალო“ 4:1 დამარცხა დებიუტში შინდაგორიძემ ძალიან შორიდან დაარტყა, ბურთი ხარიხას მოხვდა, კარის ხაზს მიღმა დაეცა, თუმცა მსაჯებმა ვიდეოგამეორების გარეშე მომენტი ვერ დააფიქსირეს და გოლი ჩათვალეს. ტაიმის მიწურულს კი კოხრეიძემ მეურვეს საჰაერო დუელი მოუგო და დაახლოებით 12 მეტრიდან დალაშქრა კუპატაძის კარი.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, სამი უპასუხო გოლი
ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) - საბურთალო 4:1
გოლები: 1:0 შინდაგორიძე (6), 1:1 კოხრეიძე (42), 2:1 მამუჩაშვილი (57, პენ), 3:1 ფანცულაია (72), 4:1 მანჯგალაძე (78)
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 1:0
გოლი: ხვადაგიანი (65)
"ლოკომოტივმა" მოიგო და "საბურთალოს" დაეწია
„ლოკომოტივს“ საგურამოში „სამტრედიამ“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ „ლოკომ“ იმარჯვა და მეტად საჭირო 3 ქულა მოიპოვა - ისევე როგორც "საბურთალოს" 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.
საგურამო. „ლოკო - საგურამო“
ლოკომოტივი - სამტრედია 3:1
გოლები: 1:0 იმრანი (10), 1:1 კვირკვია (53), 2:1 იაკობიძე (66), 3:1 იმრანი (72)
მე-15 ტური
კვირა. 23 მაისი
ლოკომოტივი - დინამო (ბთ)
დილა - დინამო (თბ)
ორშაბათი. 24 მაისი
შუქურა - ტორპედო
თელავი - საბურთალო
სამშაბათი. 25 მაისი
სამტრედია - სამგურალი
წარმოიდგინეთ ეს თამაში მიხეილ მესხი 2ზე რა უბადრუკობა იქნებოდა.
ბათუმი,დინამო არენა,ლოკომოტივი,გორი,ტორპედო,პეტრიაშვილი არენა..ამათ უნდა დაემატოს ზუგდიდის სტადიონი და 1-2კიდე უნდა გაკეთდეს რო ნელ-ნელა ჩემპიონატს დავემგვანოთ.ფოთი არ მინახავს ჯერ.
სამტრედიაში სარბენ ბილიკებზე მაინც არავინ არ დარბის,ხო შეიძლება 9-10საფეხურიანი ტრიბუნები მიადგან ყველა მხრიდან თავისი განათებით,1-2 მილიონი ლარი თუ დაჯდება და ის სამარცხვინო რაიკომის მდივნის ლოჟა მოანგრიონ,მშვენიერი იქნებოდა..
მსაჯებმა 3 გოლი გაუტანეს საბურთალოს.
ეს ბრიგადა სამუდამოდ უნდა დაისაჯოს და მოიკვეთოს მსაჯობიდან, ხოლო ბათუმის დინამომ კი თუკი იქ ვაჟკაცები არიან ტოპმენეჯმენტში, თვითონ უნდა მოითხოვოს მატჩის გადათამაშება თავისივე ან ფედერაციის ხარჯებით.