კრიმინალურმა პოლიციამ "ჩიხურას" ფეხბურთელები სტადიონზე არ შეუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"TV პირველი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, რომ "ჩიხურას" სტადიონს პოლიცია იცავს და ისინი ფეხბურთელებს სტადიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც იცით, გუშინ საჩხერული გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ერთბაშად 14 ფეხბურთელს გაუწყვიტა.

მოთამაშეები ამბობენ, რომ ეს არაკანონიერად მოხდა და მათ სექტემბრამდე შრომითი ხელშეკრულება აკავშირებდათ.

ასევე, ფეხბურთელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ ისინი თამაშის ჩაწყობაში დაადანაშაულა.

"ჩიხურას" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თორნიკე შალამბერიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან, ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი გადაუხადონ.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში დღეს
"ჩიხურა" "ზუგდიდს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ჩიხურა ააშენა არქიპომ და მეორე საქართველო
ლუკა
21:13 25-05-2021
14
იურიდიულ საკითხები რო იციან მაგ დონეზე ფეხბურთის თამაში იცოდნენ ამ დღეში არ იქნებოდნენ.
გიო სვანი
12:04 26-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული