კრიმინალურმა პოლიციამ "ჩიხურას" ფეხბურთელები სტადიონზე არ შეუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"TV პირველი" ავრცელებს ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, რომ "ჩიხურას" სტადიონს პოლიცია იცავს და ისინი ფეხბურთელებს სტადიონზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

როგორც იცით, გუშინ საჩხერული გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი ერთბაშად 14 ფეხბურთელს გაუწყვიტა.

მოთამაშეები ამბობენ, რომ ეს არაკანონიერად მოხდა და მათ სექტემბრამდე შრომითი ხელშეკრულება აკავშირებდათ.

ასევე, ფეხბურთელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ ისინი თამაშის ჩაწყობაში დაადანაშაულა.

"ჩიხურას" პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თორნიკე შალამბერიძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან, ფეხბურთელებს 3 თვის ხელფასი გადაუხადონ.

აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში დღეს
"ჩიხურა" "ზუგდიდს" დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
13-თამაშიდან 10-წაუგიათ და რატო გაუშვს გუნდიდანოოო...
romandro
26 მაისი 2021 14:58
1
13 დან 10 კი არა, 30 დან 30 რომ წაეგო, კონტრაქტი კონტრაქტია და ხელმომწერ მხარეებს ვალდებულებები აქვთ.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
27 მაისი 2021 14:10
0
როგორ მეცოდება ეს პოლიცია,როგორ აკეთებინებენ უკანონობას.ეს ტრაგედიაა.
კახა ქ.
26 მაისი 2021 12:21
6
იურიდიულ საკითხები რო იციან მაგ დონეზე ფეხბურთის თამაში იცოდნენ ამ დღეში არ იქნებოდნენ.
გიო სვანი
26 მაისი 2021 12:04
1
ერთი ჩიხურა ააშენა არქიპომ და მეორე საქართველო
ლუკა
25 მაისი 2021 21:13
14

სიახლეები პოპულარული