შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი უცხოურ საფეხბურთო კარიერამდე თბილისის" დინამოში" ასპარეზობდა, 2005-06 წლებში კი გუნდს წვრთნიდა. მაშინ ცხადაძის ხელმძღვანელობით, თბილისურმა კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატის გარდა, სუპერთასზეც იმარჯვა.
52 წლის სპეციალისტი მუშაობდა როგორც საქართველოს ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებში. სამშობლოში ის თბილისის "ლოკომოტივსა" და "სიონს" წვრთნიდა და ბოლნისურ კლუბს ჩემპიონობაც მოაპოვებინა. ცხადაძემ სამწვრთნელო კარიერის დიდი ნაწილი აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაატარა - ბაქოს "სტანდარტს", ასევე, "ქაირათსა" და "ორდაბასს" წვრთნიდა.
თბილისის
კახა ცხადაძის სადებიუტო შეხვედრა 9 ივნისს, "დინამო არენაზე" ქობულეთის "შუქურასთან" შედგება.
წყარო: თბილისის "დინამოს" ოფიციალური გვერდი
კახა ცხადაძე შესაძლოა, აზერბაიჯანის ჩემპიონატს დაუბრუნდეს
"დილამ" თბილისის "დინამო" დაჯაბნა, სძლია და არ გაალიდერა [VIDEO]