"დილა" ხორვატი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ხორვატი თავდამსხმელი პეტარ ზუბაკი კარიერას "დილაში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორული კლუბი საიტით ავრცელებს:

"ხორვატი ცენტრფორვარდი პეტარ ზუბაკი "დილას" ფეხბურთელია. 25 წლის თავდამსხმელმა ჩვენს კლუბთან წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა.

პეტარ ზუბაკმა კარიერა სამშობლოში დაიწყო. მისი პირველი კლუბი ხორვატული "მლადოსტი" იყო, "დილაში" გადმოსვლამდე კი ავსტრიის რანგით მეორე ლიგის "გრაზერში" თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია
zura
13:37 01-07-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული