მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ 32 წლის მეკარე როინ კვასხვაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა და ეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად გამოცდილ კიპერს დავუკავშირდით, რომელმაც ეს ინფორმაცია უარყო.
მან გვითხრა, რომ "ტორპედოს" მხრიდან ინტერესი მართლაც არსებობს, თუმცა ჯერ რაიმე შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ კვასხვაძემ თბილისის "დინამო" ბაქოს "ნეფთჩისთან" საგარეო დაპარისპირების შემდეგ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ კვასხვაძე "ტორპედოს" კარს 2015 წლიდან 2020 წლამდე იცავდა.