ეროვნული ლიგის ბინადარი ქუთაისის "ტორპედო" ელექტრონული აუქციონის საიტზე იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
როგორც ირკვევა, ვაჭრობის საწყისი ფასი 567 017.00 ლარია და განმკარგავი ქალაქ ქუთაისის მერიაა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მყიდველი ვალდებულია: 1. შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" (ს/ნ 212917183) 100%-იანი წილის გადაცემიდან არაუგვიანეს 2021 წლის 31 აგვისტომდე, არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად, განახორციელოს 670 000.00 (ექვსასსამოცდაათი ათასი) - ლარის ინვესტიცია, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს არანაკლებ 1 800 000.00 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარის ინვესტიცია.
ამის გარდა,
განცხადებაში ჩამოთვლილია 14 პუნქტი, რომლებიც მყიდველმა უნდა დააკმაყოფილოს, აუქციონი კი 31 აგვისტოს დასრულდება.