ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა

AutoSharing Option
27 წლის ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს, - ამის შესახებ ზღვისპირული კლუბი ინფორმაციას თავისი "ფეისბუქით" ავრცელებს.

ფალავანდიშვილს ბათუმის "დინამომ" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ის ბოლოს ბერძნულ "ლამიაში" თამაშობდა, იქამდე კი "ტორპედოს", "პოდბესკიძიეს" და "ვენტსპილსის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგით რააააააა, ვის მოგყავთ ბიჭო არ გრცხვენიაააათ დაამთავრეთ ეს ძმაკაცობა და გუნდზე იფიქრეთ გეგუჩ შენზე შემეცვალა წარმოდგენა
ბათუმელი
10 აგვისტო 2021 14:38
4
როგორ იფუჭებენ კარიერას ჩვენი ფეხბურთელები მატყუარა აგენტების ხელით. იმედია, გეგუჩაძე არ შეცდა არჩევანში.
მერაბი
10 აგვისტო 2021 12:18
0
სხვათა შორის კარგი საყრდენია მახსოვს ეს ბიჭი, კანკავას მემკვიდრედ მიიჩნეოდა, შემდგომ უკეთესი ხელფასისა და აფერისტი აგენტების მეშვეობით საზღვარგარეთ მოსინჯა ძალები მაგრამ აშკარად არ გაუმართლა, მსგავსი ტიპის იგროკებს სათამაშო პრაქტკის არ ქონა უთანაბრდება ფეხბურთზე თავის დანებებას. თუ გეგუჩაძე ხშირად ათამაშებს გაქაჩავს... გორის დილამ უეფაზე რომ გაიბრწყინა ეს ბიჭი ფრინავდდა, გუგა შენი გამოჩენიდან ფეხბურთში მაგრად დამევასე, ახლა ჩემს გუნდში ხარ, ასე რომ წარმატებები სტადიონზე შევხდებით.
Baduri
10 აგვისტო 2021 11:52
0
ძალიან მეეჭვება ეს ბათუმს რამეში გამოადგეს!
ლადო
10 აგვისტო 2021 11:13
2
გუგა ყოველთვის კაი იგროკი იყო , სამწუხაროდ ყველას არ უმართლებს კარიერაში, ჯერ 27 წლისაა შეუძლია და სხვათაშორის საბერძნეთში თამაშობდა ასე თუ ისე .
ლშა
10 აგვისტო 2021 11:05
1
რავიცი.პოლონეთის მეორე ლიგის მეათე ადგილოსანში არ ათამაშებდნენ.რა თქმა უნდა არც საბერძნეთში და ესეთი ფეხბურთელი ვინმეს გამოადგება?სასწაულმოქმედი ხომ არაა გეგუჩაძე.
Master
10 აგვისტო 2021 08:33
1
და ვინ ამბობს რომ მცველიაო? )))
ტარიელი
10 აგვისტო 2021 07:40
0
მცველი არ არის ნახევარმცველიაა
ჯონი
09 აგვისტო 2021 23:26
0
მცველი არ არის. საყრდენი ნახევარმცველია.
ასე იყო ბოლოს, ყოველშემთხვევაში. სანამ აქედან წავიდოდა.
Burton
09 აგვისტო 2021 23:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული