თბილისის "დინამომ" "რეალის" აღზრდილი მეკარე დაიმატა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" "რეალის" აღზრდილი მეკარე ანდრეს პრიეტო დაიმატა, - ამის შესახებ დედაქალაქური გუნდი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"დედაქალაქელთა შემადგენლობას ესპანელი გოლკიპერი ანდრეს პრიეტო შეემატა.

27 წლის ფეხბურთელმა დინამოსთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. პრიეტო მადრიდის რეალის აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი მალაგას, ლეგანესის და ესპანიოლის რიგებში გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი ბირმინგემ სიტი გახლდათ. მეკარემ უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება".

მკითხველის კომენტარები / 12 /
რეალის კი არა, ჯერ შენი აკადემიის აღზრდილი შეინარჩუნე და ის ათამაშე დინამოში, რომ გენგრევა გუბდი თავზე და ვერ ვხვდები ბოლო 5 წელია უკან მიდის დინამო
gury
13:43 21-08-2021
1
რაზეა საუბარი ფიფია ბევრს აკეᲗებს,Ძაან მაგარი აკადემია გააკეᲗა ბევრი კარგი,მაგრამ დინამო Თბილისი Ჩვენიც არის მე.ბაᲗუმელი ვარ მაგრამ რამ გაგვყო და Თბილისის დინამო,რომ ამ დᲦეᲨია გული გვწყდება აბა ტაᲨი დავუკრაᲗ?რაᲦაც Შესაცვლელი არის და კარგი იქნება Თუ გამოასწორებენ სულ არ გვყავდა ლეგიონერები და ვანგრევდიᲗ ყველას ლივერპულის და ინტერის ᲩაᲗვლიᲗ ნუ ყიდიᲗ აკვანᲨი ფეხბურᲗელებს და ნახავᲗ Ჩვენი.რესურსიᲗ ფეტენცვაროᲨის დონეზე მაინც ავალᲗ.
გოჩა
17:07 17-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული