"კომპანია "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" ქუთაისის ,,ტორპედოს“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. კლუბის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი მჭედლიძე იქნება.
კომპანიის განცხადებით, ქუთაისის ,,ტორპედოს“ შეძენის უმთავრესი მიზანი როგორც ფეხბურთის, ისე რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. საუნივერსიტეტო და საფეხბურთო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება კი სოციალური პასუხისმგებლობის იდეის პოპულარიზაციას ემსახურება.
სხვა სიახლეებს ეტაპობრივად გაეცნობით ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით."
"ტორპედო" ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა, მე-9 ადგილს იკავებს, უახლოეს შეხვედრაში კი, 12 სექტემბერს, გორის "დილას" ესტუმრება.
კახა კუჭავა: ვიხილავთ ქუთაისის "ტორპედოსაც" მალე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს
"ტორპედოს" ახალი მფლობელი ჰყავს - ქუთაისის მერიის განცხადება