![](https://sportall.ge/pictures/image5/f2d153ab399d42064c631e10e5711904.jpg)
"პალესტინის ეროვნულმა ნაკრებმა სანაკრებო პაუზის დროს 2 ამხანაგური მატჩი - ყირგიზეთთან (0:1) და ბანგლადეშთან (2-0) გამართა. ფადი ზიდანმა ორივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, აქედან ბანგლადეშთან "ტორპედოელმა" ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო.
!["ტორპედოს" ლეგიონერები პალესტინისა და ზიმბაბვეს ნაკრებებში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/0b92aed1209d20ff10e56199bafee03d.jpg)
ზიმბაბვე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველი მატჩიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართეს. "ტორპედოელმა" ალეკ მუდიმუმ აღნიშნული მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. თამაში ფრედ, 0:0
28 წლის ფორვარდი ზიდანი ქუთაისურ გუნდში 5 გოლისა და 2 საგოლე პასის ავტორია. 32 წლის მცველი ინკუმი გასულ სეზონში "სამტრედიის" რიგებში გამოდიოდა, "ტორპედოში" კი 17 მატჩში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს.
"ტორპედოს" ოფიციალური გვერდი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს - 18 წლის მეკარე დავით ასათიანი წლის ბოლომდე, იჯარით "ზესტაფონში" ითამაშებს, რომელიც ეროვნულ ლიგა 4-ში გამოდის.
ქუთაისელთა მეკარეებს რაც შეეხება, გუნდში ახლა როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი და ლევან შოვნაძე არიან. "ტორპედო", რომელიც ეროვნულ ლიგაში მე-9 პოზიციაზეა, 12 სექტემბერს გორის "დილას" ესტუმრება.