სენსაცია - ბათუმის "დინამო" აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულებამდე დიდი დრო აღარ დარჩა. 31-ე ტური 2 შეხვედრით გაიხსნა, რომელთაც საკმაოდ დიდი სატურნირო მნიშვნელობა გააჩნდათ.

ფაქტობრივად, განწირულმა "სამტრედიამ", რომელიც შეხვედრის წინ მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძის გარეშე დარჩა, ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოს მყოფ ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სამტრედიელებმა, რომელთაც დროებითი მწვრთნელი ლერი მეგენეიშვილი მოძღვრავდა, ერთადერთი გოლი შეხვედრის 90-ე წუთზე გაიტანეს - ანატოლი მესიაჩენკომ ავთო ენდელაძის პასი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ - 45-ე წუთზე გიორგი ახალაძე გააძევეს.

VideoSportall.Ge
სამტრედია - ბათუმის დინამო
1:0

ბათუმელებს თამაშის ბედის გადაწყვეტა მანამდე შეეძლოთ, თუმცა გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. თბილისის "დინამოს" შესაძლებლობა ეძლევა, ლიდერს 4 ქულამდე მიუახლოვდეს.

24. 10. სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"

"სამტრედია" - "დინამო" (ბათუმი)  1:0

გოლი: მესიაჩენკო (90)

მომდევნო ტურში, 1-ელ ნოემბერს, "სამტრედია" ლოკომოტივს" ესტუმრება, "დინამო" კი "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ფოთში გამართულ შეხვედრას კი უფრო დიდი მნიშვნელობა ნომინალური მასპინძლებისთვის ჰქონდა - "შუქურა" ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის, მისი მეტოქე "ლოკომოტივი" კი ოთხეულს საკმაოდ ჩამორჩება, თუმცა ახლოს არც სახიფათო ზონასთანაა.

Video


ამ დაპირისპირებაშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, თუმცა ფავორიტებმა იმარჯვეს. სტუმრებმა მხრიდან დავით უბილავამ 35-ე წუთზე გაიტანა.

24.10. ფოთი, "ფაზისი"

"შუქურა" - "ლოკომოტივი" 0:1

გოლი: უბილავა (35)

პირველ ნოემბერს "შუქურა" "სამგურალს" ესტუმრება,  "ლოკომოტივი" კი "სამტრედიას" უმასპინძლებს.

altცეცაძემ სეზონი ვერ დაასრულა - "სამტრედია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

altფრე დედაქალაქელებთან და ბათუმის "დინამო" ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

alt"ტორპედომ" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 14 /
დღეს იმედში ,გია ცეცაძე ამბობდა,იქ ყოფნით გუნდს ვერაფრით დავეხმარე და იქნებ ჩემი წამოსვლით ეშველოთ რამე,ზოგჯერ ასეც ხდებაო.ჯერ გამართლდა მისი იმედი და იმედია საკუთარ თავში ძალებს მონახავენ,ქულები მოაქუჩონ.
სოსო
24 ოქტომბერი 2021 18:19
0
მოაქუჩონ))) რა სიმინდის ყანაა?)) იქნებ რამე სხვა გასართობი გენახა? ფურთხება კი იცი და ღალატშიც ოსტატი ყოფოლხარ.
ვილი
25 ოქტომბერი 2021 17:45
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული