ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად - "ტორპედოს" მწვრთნელად ცეცაძე დანიშნეს

AutoSharing Option
"ტორპედოს" მწვრთნელად გია ცეცაძე დანიშნეს, - ამის თაობაზე ინფორმაციას ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ქუთაისის „ტორპედოს“ გია ცეცაძე უხელმძღვანელებს. 47 წლის სპეციალისტს ქართულ საფეხბურთო წრეებში განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. გია ცეცაძე, ასისტენტისა და მთავარი მწვრთნელის რანგში, წლების მანძილზე მუშაობდა უმაღლესი ლიგის გუნდებში. წვრთნიდა გორის "დილას", "ლოკომოტივს", "საბურთალოსა" და "სამტრედიას", რომელთან ერთადაც 2016-17 წლის საფეხბურთო სეზონში, ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტული დაისაკუთრა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. იმუშავა უკრაინის უმაღლეს ლიგაში, სადაც "ლვოვის" სათავეში ყოფნისას, გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 8 შეხვედრა ჩაატარა.

გია ცეცაძეს სამწვრთნელო კარიერის მანძილზე არაერთი წელი აქვს ნამუშევარი ასაკობრივ ნაკრებებთან. იყო 16, 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდების თავკაცი. სანაკრებო დონეზე მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რვაგუნდიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა. ეროვნული ნაკრების სათავეში კი გია ცეცაძე ასისტენტობას კახა ცხადაძეს უწევდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში მისი დებიუტი 21 ნოემბერს „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე, „ტორპედოსა“ და „სამტრედიის“ დაპირისპირებისას შედგება".