იბერია 1999 3:0 ტორპედო
თბილისელები 38-ე წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ და მატჩი ასეც დასრულდა. ახლა "იბერია 1999" და "დილა" ერთი ქულით უსწრებენ მესამეზე მყოფ "ტორპედოს", რომელმაც ზედიზედ მეორედ წააგო...
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა გიორგი კოხრეიძემ საჯარიმო შეასრულა, ქუთაისელთა მეკარე ფილიპ კლიაიჩს ბურთი ხელიდან გაუვარდა და ახლოდან შეიკნე სილამ დაამატა. ეს მალელი ფორვარდის
35-ე წუთზე იური ტაბატაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან გამოზომილი დაბალი დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მალევე სილას დაფარულ პასს მოჰყვა ოთარ მამაგეიშვილის ტექნიკურად შესრულება. ოთარმა თავზე გადაუგდო ბურთი კლიაიჩს და 3:0.
მეორე ნახევარში "ტორპედოელმა" ცოტნე ფაცაციამ შორიდან ჩახვეული დაარტყა და ბურთი კარში გავიდა, თუმცა მსაჯმა ალეკო აფციაურმა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. სანამ ბურთი კარში გავიდოდა, "ტორპედოს" შემტევმა მომო იანსანემ იუხეშა და ამიტომ.
დილა 2:1 სამგურალი
გორის "დილამ" მძიმე მატჩი მოიგო. მივყვეთ: წყალტუბოს "სამგურალთან" სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, შოთა შეყილაძის თავურით. ეს შეყილაძის მეცხრე გოლია მიმდინარე კრისტაბეთ ეროვნულ ლიგაში.
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ნიკა კალანდარიშვილმა საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა.
უკვე მსაჯის დამატებიული წუთები იყო, როცა გორელთა მწვავე შეტევას მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის გოლი. ბუღრიძე რამდენიმე წუთის შესული იყო მინდორზე... 2:1.
"სამგურალმა" ზედიზედ მეოთხედ წააგო და მეექვსე ადგილზეა. მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა იტალიელ როდოლფო ვანოლის.
erovnuliliga.ge