ბათუმის "დინამოს" ჩემპიონობა გადაიდო [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 34-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ „თელავი“, ხოლო თბილისის „დინამომ“ „შუქურა“ დაამარცხა.

სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მატჩი ერთ დროს დაინიშნა. თბილისის „დინამომ“ პირველი ტაიმი 2:0 მოუგო „შუქურას“ და მატჩის ბედიც გადაწყვიტა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ „თელავმა“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ 73-ე წუთზე შეძლო ანგრიშის გახსნა, როდესაც შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა დალაშქრა სანიკიძის კარი. მან 89-ე წუთზეც გაიტანა და აჭარულმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბათუმის „დინამო“ თბილისის „დინამოს“ კვლავ 5 ქულით უსწრებს და მომავალ ტურში შეუძლია გახდეს ჩემპიონი, როდესაც
29 ნოემბერს წყალტუბოში „სამგურალს“ დაუპირისპირდება, თუმცა თუ წინა დღით თბილისის „დინამო“ სტუმრად „სამტრედიას“ ვერ სძლია, ოქროს მედლებს იქამდე დაეუფლება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - თელავი 2:0
გოლები: 1:0 გაფრინდაშვილი (73), 2:0 გაფრინდაშვილი (89)

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - შუქურა 2:0
გოლები: 1:0 გაბედავა (15), 2:0 მარუშიჩი (31)
გამოუყენებელი პენალტი: ჯერალდო (75, შუქურა)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული