მატჩი 3 ავტოგოლით - "თელავმა" ადგილი შეინარჩუნა, "ტორპედო" პლეი-აუტში იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 35-ე ტურში კიდევ ორი მატჩი ჩატარდა.

საგურამოში უმოტივაციო „ლოკომოტივი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ (1:1) და ქუთაისური გუნდი უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მარტვილის „მერანს“ შეხვდება.

68-ე წუთზე მასპინძლები იმრანმა დააწინაურა, ხოლო 90+3-ე წუთზე ზიდანმა ანგარიში გაათანაბრა.

„თელავმა“ გორში „დილას“ 3:1 სძლია და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ამ მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა. რაც შეეხება „დილას“, წინა ტურში გაინაღდა მესამე ადგილი და ევროტურნირის საგზური და ამ შეხვედრას მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.


მკითხველის კომენტარები / 6 /
ამათ ხელფასს როგორ უხდით გააყარეთ ორივე გუნდი ქვედა ლიგაში და დააჯარიმეთ ასე გინდათ რამეს მიაღწიოთ
ანდააა
29 დეკემბერი 2021 11:37
0
სამი ავტოგოლი და მერე ნუ იფიქრებ რომ თამაში არ გაყიდეს სატირალია
ოცნებააააა
29 დეკემბერი 2021 11:29
0
maisachvili bravo , kai goli gamogivida chen karchi, raiko ver itan torpedos, mere ra, momaval cels chevxvdebit, manamde kaxuri gvino dalie bevri gekneba,
x
29 ნოემბერი 2021 08:40
2
მივმართავ ფედერაციას გამოიძიოს დილა-თელავის თამაში და მკაცრად დასაჯოს ორივე გუნდი გარიგებისთვის!!!! სად გაქვთ თვალები სად????
სამართლიანი თამაში
29 ნოემბერი 2021 02:49
3
იქ სადაც უნდა იყოს , მაგრამ რა გამოიძიოს და ვინ დაიჭირის ? საკუთარი თავი? ))
Noname
29 ნოემბერი 2021 09:52
1
ყოჩაღ თელაველებო, გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ.
G.LA
28 ნოემბერი 2021 20:46
4

სიახლეები პოპულარული