"საბურთალომ" და "ტორპედომ" დიდი ანგარიშით მოიგეს, თელავის ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის სამი ნაადრევი შეხვედრა გაიმართა.

"საბურთალომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და 4 ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

ამრიგად, "საბურთალო" 57 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა, სამტრედია კი 21 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს დასჯერდა და ეროვნული ლიგა 2-ში დაქვეითდა.

გოლები: 1:0 შოთა ნონიკაშვილი (15), 1:1 გიორგი არაბიძე (30), 2:1 გიორგი გულიაშვილი (51), 3:1 ნიკოლოზ მალი (54), 4:1 ლევან ნონიკაშვილი (67), 5:1 ოთარ მამაგეიშვილი (80).

"თელავმა" ქობულეთის
"შუქურას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ბოლო წუთებზე დამარცხდნენ.

ამრიგად, "თელავი" 44 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა, "შუქურამ" კი 27 ქულით მე-9 პოზიცია დაიკავა და ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებს.

გოლები: 0:1 გია აფხაზავა (27), 1:1 ლაშა შერგელაშვილი (81), 2:1 ირაკლი რუხაძე (87).

ქუთაისის "ტორპედომ" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

მასპინძლები პირველ ტაიმში 3 ბურთით დაწინაურდნენ და გამარჯვებამდეც მარტივად მივიდნენ.

ამრიგად, ქუთაისელები 40 ქულით ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდნენ და "შუქურას" მსგავსად ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში ითამაშებენ, "სამგურალი" კი 41 ქულით მე-7 პოზიციას დასჯერდა.

გოლები: 1:0 ფადი ზიდანი (28), 2:0 მოჰამედ ბუკასი (31), 3:1 ფადი ზიდანი (45), 3:1 ბაქარ მირცხულავა (62 ა.გ.), 4:1 თორნიკე ახვლედიანი (68)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცხოვრებაში ერთხელ ხომ შეიძლება ორი თავდამსხმელით ითამაშო სამგურალზე მაქვს საუბარი
soso
05 დეკემბერი 2021 10:10
0
ეგრეა, როცა გუნდს არც კვება აქვს, არც ხელფასი და არც მწვრთნელი, და "სამგურალში" სოსიაშვილს ამდენი რომ წაეგო, გაუშვებდნენ კი არა, პასუხისგებაში მისცემდნენ კლუბის მფლობელები.
სანი
04 დეკემბერი 2021 22:42
0
თასის ფინალის მოგება თუ უნდა სამგურალს უნდა იკოს დიციპლინა გუნდში პას აგვიანებენ და უმეტეს შემთხბებაში პას არ აძლევენ ფორვადს დაცვა ნოლი ნახევარდაძვა კიდევ უარესი მონდომება და გვერდით დგომა გამხჰევება და არა კვირილი ერთმანეთის და შედეგიც დაიდება
sos
04 დეკემბერი 2021 17:04
0

სიახლეები პოპულარული